საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91446

1920

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა მაშო ბერიანიძის ბოლშევიკების ციხეში გარდაცვალების შესახებ.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ლეო ნათაძის გარდაცვალების შესახებ. ის ტიფმა იმსხვერპლა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წლის თეატრალურ სეზონზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების მიერ მიწვეული ნინო ჩხეიძე, ავადმყოფი და დასუსტებული, მაინც არ მოსცილდა საყვარელ სცენას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1910 წლებში ნინო ჩხეიძემ ვალერიან გუნიას სპექტაკლებში ითამაშა მარგარიტა გოტიე, ბეატრისა და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ნინო ჩხეიძემ პირველად ითამაშა „უბედურ ნაბიჯში“, რომელიც ვასილ ბალანჩივაძემ თავის ბენეფისზე დადგა, და აქედან დაიწყო მსახიობის სახელი მოხვეჭა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ნოემბრიდან ნინო ჩხეიძე პარიზში ცხოვრობდა (5 თვე) და, მიუხედავად ავადმყოფობისა, მოინახულა სარა ბერნარისა და რეჟანის თეატრები.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ნოემბრიდან ნინო ჩხეიძე (5 თვე) პარიზში ცხოვრობდა. იქ შეეძინა ქალიშვილი მედეა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ნოემბერში ნინო ჩხეიძე ავადმყოფობის გამო მეუღლესთან, მიხეილ ქორელთან ერთად პარიზში გაემგზავრა და ხუთი თვის განმავლობაში იქ ცხოვრობდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904-1905 წლებში ნინო ჩხეიძე თბილისში მუშაობდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ნინო ჩხეიძემ და მიხეილ ქორელმა ჯვარი დაიწერეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნებაში“ დაიბეჭდა ნ. თუმანიშვილის წერილი „ლეონარდო-და-ვინჩი“.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 9 აპრილს, ღამის 12 საათზე, გრიბოედოვის ქუჩაზე, თავის ბინასთან, ბოროტგამზრახველებმა მოკლეს ახალგაზრდა მომღერალი დათიკო ლეჟავა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. დუმბაძეს, დ. გრიგორაშვილს, ე. ბალანჩივაძეს, მ. ქუთათელაძეს, ზ. ხარაძეს, ასევე ე. თვალაძეს – 3 მანეთის შეწირვისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. იაკობიშვილს, გრ. აბაშიძეს, ნ. მიქელაძეს, ბ. მჭედლიძეს, ა. ერიქოვს, დ. კეჟერაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის თ. ფანჯავიძეს, ვ. გორგიძეს, ს. ჯაყელს, ტ. ჯაყელს, ნიკოლავას, ვართანოვს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 10-10 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ე. გალდავაძეს, დ. ფეიქრიშვილს, მ. აგიაშვილს, ვ. ფუთურიძეს, ა. იშხნელისას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალი „ხელოვნება“ წერს, რომ გასულ თვეებში ძალიან მოკრძალებულად აღინიშნა შიო არაგვისპირელის იუბილე, ამ დღეს საზოგადოებამ არ თქვა სამადლობელი, მაგრამ მასზე დიდი დამნაშავეა მწერალთა კავშირი, რომელმაც ეს დღესასწაული სათანადოდ არ აღნიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ჟურნალ „ხელოვნება“ იუწყება, რომ 9 ნოემბერს გაიმართება ვასილ ბარნოვის მოღვაწეობის 30 წლის იუბილე, რომ საჭიროა ამ საღამოს უსწრებდეს მწერლის თხზულებათა გამოცემა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 10-10 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ი. ბეთანელს, დ. სადრაძეს, გ. მიქელაძეს, ა. ჭუმბურიძეს, კ. ქუთათელაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია მადლობას უხდის მოქალაქე ისიდორე კვიცარიძეს, რომელმაც კანტორა „იმერეთში“ უპროცენტოდ გაყიდა ჟურნალის „თეატრი და მუსიკა“ რამდენიმე ასეული ნომერი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 10-10 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. თუმანიშვილს, სტ. აკოფაშვილს, ამ. კვირიკაძეს, ა. ნიკოლეიშვილს, მ. პ. კოსტანოვისას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 20-20 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ა. ნემსაძეს, ა. და ე. თუმანიშვილებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 25-25 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის გრიგოლიას, შ. ხითაროვს, ვ. ბალანჩივაძესა და მ. ღლონტს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია მადლობას უხდის შემომწირველთ და ბეჭდავს სიას: ი. დათებაშვილი, გ. ალიბეგოვი, დ. ქებაძე, ბაგრატიონი, მელია (50-50 მანეთი).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 1 618 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის შემომწირველთ და ბეჭდავს მათ სიას: ი. მოშიაშვილი (300 მან.), კ. გელაზარიშვილი (250), ს. ბათმანიშვილი (200), მ. აბდალაძე (100) და დ. აკოფაშვილი (60 მან.).