რეგისტრირებული ფაქტები91727
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 11 ივლისს სურამში, ნოდიას ბაღში, გამართულ წარმოდგენაზე საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს ია ეკალაძემ, დავით ილარიონის ძე კასრაძემ, ლევან თედოს ძე მეტრეველმა, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილმა, ტრიფონ რამიშვილმა, ნოე ალექსის ძე ჩხიკვაძემ, გიორგი შალიბაშვილმა და სხვ.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის აგვისტოში ტიციან ტაბიძემ ნინო მაყაშვილს მისწერა, რომ თამარ იაშვილის სახლში პაოლოს დაბადების დღე აღნიშნეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ი. ბარათოვსა და თბილისის სათავადაზნაურო ბანკს შორის დავა იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თურქესტანიშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებული და ნაფიცი ვექილის თანაშემწე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თურქესტანიშვილმა თბილისის სამოსამართლი პალატაში სარჩელი შეიტანა. იგი საოლქო სასამართლოს მიერ ი. ზ. ბარათოვის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.
1969
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1969 წლის 3 ივნისს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ საქართველოში დაგეგმილი სტუმრობისას წინანდლის მონახულების იმედი ჰქონდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 ივლისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ეპისკოპოსმა გააუქმა მოთხოვნა იმერეთის ეპარქიის გამგებლობისგან გათავისუფლების და რუსეთის საეპარქიო კათედრაზე გადაყვანის შესახებ.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 7 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ ქავთარაძეს თაღლითურად ვაჭრობის გამო ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809 წელს სიმონ პაატას ძე ლომიძე საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1843
ტიპი: თანამდებობა
1843-79 წლებში ანტონ სვიმონის ძე სვანაძე საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წელს სიმონ პაატას ძე ლომიძე საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-93 წლებში ზაქარია ანტონის ძე სვანაძე საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 30 მარტს საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იროდიონ მოსეს ძე ნიჟარაძე გარდაიცვალა.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-88 წლებში იროდიონ მოსეს ძე ნიჟარაძე საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894-1917 წლებში პლატონ იოაკიმეს ძე ჯინჭველაშვილი საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1893
ტიპი: გარდაცვალება
1893 წლის 26 სექტემბერს საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ზაქარია ანტონის ძე სვანაძე გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ოქტომბერს კავკასიის მეღვინე-მევენახეების სხდომაზე უფროსი აგრონომის, ვლადიმერ სტაროსელსკის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება, კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისთვის ეთხოვათ წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთის მეღვინე-მევენახეთა საერთო კრებაზე.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის სექტემბერში სოფელ გოჩაჯიხაიშში გამართული ადგილობრივი შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრთა კრების თავმჯდომარე იყო დავით ლევანის ძე ღოღობერიძე.

