რეგისტრირებული ფაქტები92909
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე ვარლამ ჭილაძე უძრავი მამულების დამფასებელი კომისიის წევრად აირჩეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით წარმოადგინა მიხეილ ნასიძის მიერ თარგმნილი დრამა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან დაარსდა წარმოდგენების მმართველი სექცია, რომლის რეჟისორიც ალიოშა ჯაყელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 მარტს აკაკი წერეთელი სასახლის ქუჩაზე, ქართულ თეატრთან, ტრამვაის ვაგონიდან გადმოსვლის დროს დაეცა. პოეტი გასინჯა ექიმმა შალვა მიქელაძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 მარტს სახალხო თეატრის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა რუსეთში გაემგზავრა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს თეოფანე გორდულაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1808
ტიპი: თანამდებობა
1808-52 წლებში იესე მახარობელას ძე ჯანელიძე უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წელს ბესარიონ იესეს ძე ძიმისტარიშვილი უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წელს რომანოზ იესეს ძე ვარდოსანიძე უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წელს მიხეილ ნიკოლოზის ძე ყუბანეიშვილი უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 30 აგვისტოს უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იესე მახარობელას ძე ჯანელიძე გარდაიცვალა.

