საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი მაიორის ჩინით ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკში მსახურობდა.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939 წელს ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკი, რომელშიც ნიკოლოზ მათიკაშვილი მსახურობდა, გერმანელთა წინააღმდეგ იბრძოდა.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1944 წლებში ირაკლი აბაშიძე საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი იყო.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ცეცხლი“.

1939

ტიპი: გარდაცვალება

1939 წელს გერმანელებთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ბოლშევიკები ლვოვში შევიდნენ. იქ დააპატიმრეს გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე და რუსეთისკენ მიმავალ გზაზე მოკლეს.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939 წელს გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის ქვრივი სოფიო ვარშავიდან თურქისტანში გაგზავნეს ძროხების მწველავად.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოქვეყნდა კლიმენტი გოგიავას მოთხრობა „იალქნიანი გემები“.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1948 წლებში კლიმენტი გოგიავა იყო ჟურნალ „ბოლშევიკის“ ლიტმუშაკი თბილისში.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1941 წლებში სერგი ჭილაია მუშაობდა სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის სექციის გამგედ.

1939

ტიპი: ორგანიზაცია

1939 წლიდან სერგი ჭილაია იყო საქართველოს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოლონეთის არმიის მე-15 პოლკის ესკადრონის მეთაური იყო.

1939

ტიპი: მფლობელობა

1939 წელს ალექსანდრე გოძიაშვილს ვარშავაში ყავისა და ჩაის მაღაზია ჰქონდა.

1939

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1939 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1939

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1939 წელს ილია კაკაბაძე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.

1939

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1939 წელს ალექსი ალექსის ძე ფარცხალაძეს აჭარის ასსრ დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

1939

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1939 წელს აკაკი გაბრიელის ძე შანიძე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას ნაშრომი „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, თხზულებათა აკადემიური გამოცემა.

1939

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1939 წელს ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1941 წლებში ალექსანდრე სანგულია იყო გაზეთ „აპსნი კაპშის“ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე სოხუმში.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1948 წლებში ილია კაჩმაზოვი იყო სამხრეთ ოსეთის მწერალთა კავშირის მასიური სექტორის გამგე ცხინვალში.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წელს ილია კაჩმაზოვი იყო ცხინვალის რუსული სკოლის მასწავლებელი.

1939

ტიპი: ორგანიზაცია

1939 წელს ივანე შაიშმელაშვილი მიიღეს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს მარიკა მიქელაძემ თარგმნა ჯონ ბრიიტონ პრისტავის პიესა „სახიფათო მოსახვევი“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს მარიკა მიქელაძემ დაწერა საბავშვო კომედია „უჩინარი ზურა“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის საბავშვო მოთხრობათა კრებული „ციალას ბურთი“.