საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს სან-ფრანცისკოში გამოსული ივანე ნანუაშვილის წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ პოლიტიკური ვითარების გამო არ გავრცელდა. წიგნი 3-4 ათასი ცალი დაიბეჭდა, რაც ავტორს 8-9 ათასი დოლარი დაუჯდა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წელს გივი კარბელაშვილი საქართველოს სსრ ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი გახდა.

1973

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1973 წელს, გარდაცვალების შემდეგ, არჩილ პავლეს ძე კერესელიძეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წელს შალვა მიხეილის ძე მშველიძე ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1973

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1973 წელს სულხან ივანეს ძე ნასიძეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1973

ტიპი: ორგანიზაცია

1973-1983 წლებში ივანე შაიშმელაშვილი იყო საქართველოს ავტომოყვარულთა ნებაყოფლობითი საზოგადოების ცენტრალური საბჭოს წევრი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 4 იანვარს მიხეილ კვალიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ გაეგო, დაიბეჭდა თუ არა იეჟი ზაგურსკის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში მიიღო იეჟი ზაგურსკის „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტის თარგმანი და დევიდ ლენგის „ძველი საქართველო“ და კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის გამგეს, ალექსანდრე კავკასიძეს, გამოუგზავნა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 10 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ იეჟი ზაგურსკის „ვეფხისტყაოსნის“ მხოლოდ პატარა ნაწილი ჰქონდა თარგმნილი და შეუსაბამო ილუსტრაციებით გაფორმებული.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 11 მარტს ქრისტინე შარაშიძემ თამარ მაჭავარიანს მისწერა, რომ შორეული ძმისწულების მოლოდინში ბინა მოაწესრიგა, წიგნებისთვის თაროები გააკეთებინა და სთხოვა, მისთვის ვინმე გაეგზავნა, ვინც მას წიგნების აღრიცხვაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გასამრჯელოს მიიღებდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ ერთ თვეში გიგო შარაშიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე ჩატარდებოდა, მისი ბიუსტი დაიდგმებოდა და სასოფლო ბიბლიოთეკა გიორგი შარაშიძის სახელობის გახდებოდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სოფლის მუზეუმისთვის გამოყოფილი იყო შენობა (სამი ოთახით) და დაწყებული იყო მისი მოსაწესრიგებელი სამუშაოები. მასალებისა და ექსპონატების შეგროვება შალვა ტარასის ძე თავართქილაძეს ჰქონდა მინდობილი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა, თუ სოფლის მუზეუმისთვის გამოსადეგი მასალები ან ექსპონატები ჰქონდა, შალვა ტარასის ძე თავართქილაძისათვის გადაეცა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 16 აპრილს გივი ჟორდანიამ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეხვედრა და ქართული განძის საფრანგეთში გატანისა და უკან მობრუნების შესახებ ცნობების მიწოდება.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 18 აგვისტოს პოლონეთში ჩასულმა გიორგი ლეონიძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ურჩია, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან – დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელეონორა“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“, ვასილ ბარნოვის „ისნის ცისკარი“, ნიკო ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონი“, დავით კლდიაშვილის „მიქელა“, ლეო ქიაჩელის „მთის კაცი“ და ა. შ. – რამდენიმე ეთარგმნა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში, სამხედრო შტაბში, დაიბარეს და პოდპოლკოვნიკის პატენტი გადასცეს.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის დეკემბერში მიხეილ კვალიაშვილმა თბილისიდან პოზნანში მიიღო რევაზ ვახტანგის ძე ბერიძის 31 ცალი „ძველი თბილისი ნახატებში“.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს ზაალ ჟვანია გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი იყო.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს პაატა ნაცვლიშვილი და ია ხუბაშვილი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“ მუშაობდნენ.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს გიორგი წერეთელი პარიზში ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წელს გიორგი წერეთელმა, ლევან ზურაბიშვილმა და მიხეილ გრიგოლიამ პარიზში ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ დააარსეს.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წელს ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს შოთა ვარლამის ძე ძიძიგური საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.