რეგისტრირებული ფაქტები76253
სორტირება თარიღი მზარდობით
1965
ტიპი: ავტორობა
1965 წლის 2 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მიიღო თბილისიდან გამოგზავნილი წიგნების – „ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია“ და „კ. მარქსის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერებისა და საარქივო მასალების კატალოგი“ სამ-სამი ეგზემპლარი.
1965
ტიპი: გარდაცვალება
1965 წლის 28 აგვისტოს პლატონ თაყაიშვილი პოზნანში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის 29 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილი ქალიშვილთან, მაიასთან, ერთად საქართველოდან პოზნანში დაბრუნდა.
1965
ტიპი: გარდაცვალება
1965 წლის 30 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში პლატონ თაყაიშვილი გარდაცვალება შეატყობინა.
1966
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1966 წელს დის, თამარ წერეთლის თხოვნით დაიწყო კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძის საქმის ხელახალი გამოძიება. წერილიდან ირკვევა, რომ გამყრელიძე დაიჭირეს თბილისთან ახლოს 1923 წელს. თუ რა ბედი ეწია მას, დამ არაფერი იცოდა.1966 წელს კი შეიტყო, რომ კონსტანტინე ციმბირში გადაასახლეს და მოინდომა მისი მისამართის გაგება.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წლის ზაფხულში პარიზის უნივერსიტეტმა გიორგი შარაშიძე მეორედ გაგზავნა თურქეთში, ორი თვით, ლაზური ენის შესასწავლად.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წლის სექტემბერში თბილისში დაგეგმილ შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილეზე ემიგრანტი, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძეც იყო მოწვეული.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში საქართველოდან გაგზავნილი „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა მიიღო.
1966
ტიპი: გარდაცვალება
1966 წელს არტემ არონიშიძის მეუღლემ მიხეილ კვალიაშვილს შეატყობინა, რომ არტემი პლოცკში კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გიორგი ყიფიანისა და აკაკი პაპავას ლექსები გაუგზავნა.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.
1966
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1966 წელს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1966
ტიპი: გარდაცვალება
სიმონ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1966 წლის 24 აპრილს თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წლის ივნისში ვალერიან თევზაძე პოლონელ მეგობართან ერთად მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ესტუმრა.