საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-92 წლებში იაკობ იოსების ძე გძელიძე წირქვალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში დიმიტრი არაყიშვილი პატარა ცემიდან მოსკოვში გაემგზავრა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ზაფხულში დიმიტრი არაყიშვილმა პატარა ცემში ოპერის „თქმულება რუსთველის შესახებ“ მეორე მოქმედება დაწერა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მიხეილ კავსაძემ და ძუკუ ლოლუამ წაღვერში კონცერტები გამართეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სოფიო ეპიტაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს 20 აფიშა და 2 პროგრამა შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში წაღვერში იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში ვახ. თარხნიშვილის თაოსნობით სართიჭალაში პირველი წარმოდგენა გაიმართა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ნინო დავითაშვილი ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში ალექსანდრე წუწუნავამ და მიხეილ ქორელმა შვებულება ქვიშხეთში გაატარეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ალექსანდრე შანშიაშვილი თბილისის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ეფემია მესხი თბილისის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამოქმედებიანი დრამის „დედინაცვალი“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „ჯამი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის პოემის „შუქურ ვარსკვლავი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) XI ნაწილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში გიგო გელიკურაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს შესწირა 340 აფიშა და 260 პროგრამა იმ წარმოდგენებისა, რომლებშიც 30 წლის მანძილზე თვითონ მონაწილეობდა.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის „დროების” ცნობით, თბილისის ცხოველთა დამცველი საზოგადოების გამგეობა წევრობის მსურველებს სთხოვდა, საწევრო ხაზინადარ მ. ი. სერგეევთან მიეტანათ.

1789

ტიპი: თანამდებობა

1789-1842 წლებში მარკოზ დავითის ძე გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს ნიკოლოზ გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1804

ტიპი: თანამდებობა

1804 წელს გიორგი ბერის (შიოს) ძე გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს გიორგი ბერის (შიოს) ძე გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1816

ტიპი: თანამდებობა

1816 წელს იოვანე თომას ძე გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1789

ტიპი: თანამდებობა

1789 წელს ნიკოლოზ გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1933

ტიპი: გარდაცვალება

1933 წელს ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ამფილოქ მიხეილის ძე ცინცაძე გარდაიცვალა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1905 წლებში არსენ ნიკოლოზის ძე ჩაჩუა ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.