საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72318

1918

ტიპი: თანამდებობა

1919 წელის 23 მაისიდან ეპიფანე ანტონის ძე გოგოლაძე დაინიშნა მზრუნველობის სამინისტროს წარმომადგენლად და დამკვირვებლად დევნილთა გადაადგილების საკითხში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს განცხადების მიხედვით სერგო ნიკოლოზის ძე სირინი დაინიშნა ნაფიცმსაჯული ადვოკატის დამხმარედ, განცხადება ძალაში შედის 1918 წლის 16 მაისიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს განცხადების თანახმად თამარა ზაქარეს ძე ჩერკეზოვა დაინიშნა სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს კანცელარიის მოხელედ. მის მოვალეობას წარმოადგენს საქმეთა მწარმოებლის დახმარება და დამატებით ხელფასთან ერთად ჯილდოვდება თქვეში 100 რუბლით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს დევნილთა მოწყობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა ხალილ-ბეკ სულტანოვი ერევნის გუბერნიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილად დაინიშნა პაველ ალექსანდრეს ძე კონსტანტინოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 მაისში ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს სამმართველომ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ამავე სამინისტროს მინისტრის ამხანაგი გრიგორ სერგოს ძე ძამოევი გაიგზავნა სამშვიდობო დელეგაციის წევრად ქალაქ ბათუმში და მიენიჭა მინისტრის ვალდუბულებები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 მაისის ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამმართველოს განცხადების თანახმად ამიერკავკასიის სეიმის წევრი ნაფიცმსაჯული ადვოკატი გრიგორი სერგოს ძე ძამოევი დაინიშნა სახელმწიფო ქველმოქმედების მინისტრის ამხანაგად 1918 წლის 3 მაისიდან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გამართული ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრების თავმჯდომარე იყო ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრი და დროებითი მთავრობის წარმომადგენელი მიხეილ პაპაჯანოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ და ორ ივნისს სურსათის სამინისტროში გამართულ თათბირს ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე პ. ი. საბაშვილი, ვ. ი. არდიაშვილი, ა. ა. მიანსაროვი, ს. ა. დანდუროვი, ე. ს. დარჩია, დ. ი. პოპოვი, ფ. კიკვაძე და ე. მ. კალვეიტი.

1917

ტიპი: ავტორობა

დროებითი მთავრობის 1917 წლის 27 აგვისტოს დადგენილების (Приказ Министра Продовольствия, 1 Сентября 1917 года, N 61, Об изменении цен за переработку зерна в муку и крупу) შესაბამისად, რომლის ძალითაც მარცვლეულზე ფასი გაიზარდა და 1917 წლის 25 მარტის დადგენილების მიხედვით, რომლის ძალითაც პურეული სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა, დადგინდა დროებითი ზღვრული ფასები 1 პუდი (1 пуд = 16,380496კგ.) მარცვლეულის გადამუშავებაზე შემდეგი განაკვეთით: ხორბლის მსხვილად დაფქვა - 60 კაპიკი, ჭვავის მსხვილად დაფქვა - 50 კაპიკი, ხორბლისა და ჭვავის დაფქვა (простой размол) - 40 კაპიკი, ქერის ბურღულის დაფქვა - 50 კაპიკი. დაფქვისთვის ამ ნიხრებით გადახდა მოხდებოდა 1917 წლის 1 სექტემბრიდან. დადგენილებას ხელს აწერდა სურსათის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ზელგეიმი.

1924

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე სულხანიშვილი მოგონებებში წერს, რომ 1924 წელს მან ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლესთან, ნინო მეღვინეთუხუცესთან გაგზავნა მეგობარი ჩოლოყაშვილის ადგილსამყოფელი გასაგებად. გზად მას ქაქუცას ძმა სიკო ჩოლოყაშვილი შეხვდა, რომელმაც უამბო, რომ ქაქუცა 6 კაცთან ერთად ალვანის ტყეებში იმყოფებოდა. იმ დროისთვის კი ვაზნების წასაღებად თელავში წასულიყვნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს სოფელ ერწოში ჩასულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა მოინახულა თავისი რაზმის წევრის ნათესავი, ხევსური აბა ბიბილაური, რომელიც მისი ნაცნობიც აღმოჩნდა (1916 წელს ისინი ერთად მსახურობდნენ „დრუჟინაში“). ბიბილაურთან გადაიტანეს იარაღები და ჯარისკაცებიც დაბანაკდნენ, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საძებნელად თელავის მაზრაში წავიდა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის ერთ-ერთ სოფელში ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეხლა-შემოხლა მოუხდა ხელისუფლებასთან, რის გამოც ის დაიჭირეს. იმავე პერიოდში, სიღნაღის რევკომში ჩეკადან ქაქუცა ჩოლოყაშვილის დატუსაღებისა და თბილისში გაგზავნის საიდუმლო ბრძანება მიიღეს. რევკომში მდივნად მსახურობდა ქაქუცას ათასეულის ერთი ყოფილი ოფიცერი, კაპიტანი დათა გომელაური, მან მიღებული ბრძანება გადამალა და ეს ამბავი მეგობრებს შეატყობინა. ჩოლოყაშვილის რაზმის წევრები იმავე ღამეს რევკომს თავს დაესხნენ, გალახეს მილიცია და გაათავისუფლეს ქაქუცა. ორი-სამი დღე ალვანის ტყეში დაბანაკდნენ მიხა ბალიაშვილი, ვანო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშილი, ს. ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს, ჯარიდან წასვლის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი არალეგალურად ცხოვრობდა თელავის, სიღნაღისა და დუშეთის მაზრებში და ორგანიზაციების ჩამოყალიბებას ცდილობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს რომან ამირეჯიბი ტყვიამფრქვეველთა გუნდის უფროსად დანიშნეს, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი – მის მოადგილედ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გოგი ხიმშიაშვილი ათესეულის უფროსად დანიშნეს, საშა ლაფერდაშვილი – მის თანაშემწედ.

1900

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1900-1903 წლებში წიგნებად დაიბეჭდა მისი ნაწარმოებები: „ანჟელინა“ (მოთხრობა საფრანგეთის პროლეტარიატის ცხოვრებიდან), „სუმბელი“, „ევროპის მეაბრეშუმეობა“, „შავი ქვის საქმე“, „სამი გმირი“ და „ვიზიტი“. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა პუბლიცისტურ და პოლიტიკური ხასიათის წერილებს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანმა სკოლებისთვის შეადგინა სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანმა დაწერა პოემა „ბუმბერაზები“ (ლენინ-სტალინი) და ორი ისტორიული რომანი: „დიდი მოურავი“ და „შოთა რუსთაველი“.

1923

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1923 წელს ის ოჯახთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც მსახურობდა პ-დ ა/კ ფინსახკომში სავალუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველი სალაროს გამგედ. 1925-1930 წლებში კი შინვაჭრობის კომისარიატში, საქ. ფინსახკომში, საქ. წყალთა სამმართველოში და მიწსახკომში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი ბათუმში ცხოვრობდა და საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად მუშაობდა. მოგვიანებით კი სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ-ფრანგული ენის ლექტორად მიიწვიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს სიმონ ქვარიანი შრომის გმირის ორდენით დააჯილდოვეს.

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ჯანდიერის სიკვდილის გამო, ჯარისკაცებმა გამოარკვიეს ვინ მოკლა ის და ლეკების დღესასწაულ ბაირამობაზე, როდესაც ყველანი მეჩეთში იყვნენ წასულები 15 კაცი სოფელს თავს დაესხა სამი მათგანი, რომელთაც მკვლელობა ჩაიდინეს დაიჭირეს, მეოთხემ დაღესტანში გადასვლა მოასწრო და წაიყვანეს მათი სახლების გასაჩხრეკად ერთმა ლეკმა დრო იხელთა და სახლში ყოფნისას ცულს ხელი დაავლო და ერთ -ერთ ჯარისკაცს ჯუგუ დადიანს მოუღერა, რომელიც ძლივს გადარჩა სიკვდილს რომ არა ალექსანდრე სულხანიშვილი. მან მოკლა ლეკი იარაღით. განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში დანიშნული მთავარი კომისარი, გოგი ხიმშიაშვილთან ერთად თბილისიდან გამოგზავნეს

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს თბილისში კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზმა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბა. კომიტეტი დაკავშირებული იყო საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს მუშაობა არ შეეძლოთ.