რეგისტრირებული ფაქტები79691
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882-1883 წლებში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკის სტუმრობა თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლეებს ყოველთვის უხაროდათ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882-1883 წლებში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი სასტიკად დევნიდა ქართულ ენას.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ პატარაობაში იგი ერთი რუსის ოჯახში მსახურობდა, რუსულს სწავლობდა და სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის სკოლაში სწავლისას ქართველი პედაგოგები, გარაყანიძე, წითლანაძე, ხმალაძე, მატარაძე, ბენდელიანი და პეტრიაშვილი ერიდებოდნენ მოსწავლეთა სასტიკი ხერხებით დასჯას.
1862
ტიპი: ღონისძიება
1862 წლის 28 სექტემბერს დაიბადა დავით კლდიაშვილი, თუმცა დოკუმენტებში სხვა თარიღია მოხსენიებული.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941-1945 წლების სამამულო ომში არტემ ახნაზაროვი არ მსახურობდა საბჭოთა არმიაში.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის ნოემბერში დავით კლდიაშვილი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ავადმყოფობის დამარცხებასა და დაწყებული შრომის გაგრძელებას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის ნოემბერში დავით კლდიაშვილი ძლიერ შეაშინა ავადმყოფობამ და ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა დაწყებული შრომის დასრულებას.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ბოდიშს უხდის ივანე გომართელს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ აუსრულა თხოვნა და ვერ მიაწოდა თავისი ავტობიოგრაფია.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილმა ავტობიოგარფია ივანე გომართელის თხოვნით დაწერა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი, სენატორი, კირილე იანოვსკი.
1882
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის ზედამხედველი პავლე კატანიანცი იყო ჭკვიანი და პედაგოგიური უნარებით დაჯილდოებული პიროვნება.
1882
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1882-1883 წლებში თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი იყო მიმზიდველი გარეგნობის, ტკბილმოუბარი, მუდამ პირმომცინარი კაცი.