საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88107

1892

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა დაიბადა 1892 წლის ივნისში.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის აპრილში საქართველოს ჩეკამ დაკითხა დაკავებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე. დაკითხვის ოქმში დევს მისი ჩვენებაც, რომელშიც დაწვრილებით ჰყვება სოციალ-ფედერალისტურ პარტიასა და სტუდენტურ ორგანიზაციაში გაწევრიანების ამბებს, ასახელებს ორგანიზაციის წევრების გვარებს, ჰყვება ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობისა და საკუთარი საქმიანობის შესახებ.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 30 მარტს საქართველოს ჩეკას მიერ დაპატიმრებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე დასაკითხად თბილისში გადაიყვანეს.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს საქართველოს ჩეკაში წარმოებული ანკეტის მიხედვით, ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა იყო ყოფილი ოფიცერი, თავადი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე მითაიშვილი ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ა. მეტრეველი საქმისმწარმოებლად მუშაობდა რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობაში.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს კ. დვალი საქართველოს ჩეკაში კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ერასტი მაისურაძე ახალციხის მაზრის სოფელ ქვაბისხევის კომისარი იყო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 28 თებერვალს ახმეტაში, გზაზე დასმენის საფუძველზე დააპატიმრეს ალექსანდრე ჯანდიერი ბანდიტობის ბრალდებით, ქაქუცა ჩოლოყაშილის ბანდის ხელშეწყობისათვის.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე ცხოვრობდა თბილისში, მესანგრეთა (საპიორების) ქუჩის N27-ში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძემ დაკითხვაზე საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწეს, ბესარიონ მელიქაძეს განუცხადა, რომ ადასტურებდა არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობას 1923 წლის სექტემბრამდე, შემდეგ ფაქტობრივად მიატოვა, მაგრამ პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ბესარიონ მელიქაძე საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწედ მუშაობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე საგაფიცვო ბიუროსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის მარტში ალექსანდრე ჯანდიერის საქმეზე საქართველოს ჩეკას მიერ თელავში დაკითხული რომან ყანჩაველი, ზაქარია მეღვინეთუხუცესი, ილია გოგნიაშვილი, ივანე ექვთიმიშვილი და ფირუზ სარქისაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 7 მარტს დაკავებული ალექსანდრე გიორგის ძე ჯანდიერი პირველად თელავის პოლიტბიუროში დაკითხეს. მან აღიარა, რომ ადრესატებს წერილებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დავალებით გადასცემდა, მაგრამ უარყო ბანდისთვის ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების შეძენა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 9 ივლისს სოფელ დვაბზუში დაპატიმრებული გიორგი სალუქვაძე, ივანე ცომაია და ასევე დამსმენი აგენტი „დინქი“ ოზურგეთის პოლიუტბიუროში გადაიყვანეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 11 ივლისს გიორგი სალუქვაძე დაკითხეს ოზურგეთის პოლიუტბიუროში.მან უარყო კავშირი იროდი ხომერიკთან, ასევე ცნობა პარტიაში ვანო ცომაიას საქმიანობის შესახებ.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 აგვისტოს თბილისის ჩეკაში გიორგი სალუქვაძის მეორე დაკითხვა ჩატარდა. მან უარი განაცხადა ჩეკას მოთხოვნაზე, ჩამოეთვალა მენშევიკური რაიკომის წევრები.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაკავებულ არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცს დამთავრებული ჰქონდა 3 კლასი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი ზეინკლის თანაშემწედ მუშაობდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი დაიბადა 1898 წლის სექტემბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ყანდაურაში.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს აჭარაში მოგზაურობისას დიმიტრი ბაქრაძეს დედაბრიშვილი უწევდა გიდობას.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს, ჯარიდან წასვლის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი საშა გეგეჭკორს თბილისში რამდენჯერმე ესტუმრა და მასთან დარჩა კიდეც.