რეგისტრირებული ფაქტები88099
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ ბერლინში პრუსიის ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრად რეიხსტაგის წევრი ფიშბეგი დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 14 მარტამდე გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვი თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წელს ვარდენ ჩხაიძე სასჯელის მოხდის შემდეგ ისევ გადაასახლეს ციმბირში. 1913 წელს ის შეიწყალეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი გიორგობიანი მასწავლებლობდა ლანჩხუთში, ხოლო შემდგომ ბაქოს მეოთხე უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ციმბირში გადაასახლეს ვარდენ ჩხაიძის მოხუცი დედა ელისაბედ ჩხაიძე და ძმა კ. ჩხაიძე.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს ვარდენ ჩხაიძე ისევ მისცეს პასუხისგებაში როგორც ბათუმის გაზეთ „ზარის“ რედაქტორი.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
ვარდენ ჩხაიძე დააპატიმრეს როგორც პოლიტიკური დამნაშავე და 10 წლით გადაასახლეს ციმბირში, 1905 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897-1902 წლებში ვარდენ ჩხაიძე ზესტაფონის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
ახალციხის მაზრის კომისარმა მაღლაკელიძემ 1918 წლის 28 თებერვალს თანამდებობა დატოვა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ჭიათურაში იყვნენ გიორგი ცერცვაძე, ირაკლი დეკანოზიშვილი, კარპე მოდებაძე და ივანე აბაშიძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლამდე ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის გუბერნიის სოფლის და სამოქალაქო სასწავლებლებში მასწავლებლად მუშაობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი ფოთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მსახურობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია ბათუმის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს მასწავლებელი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე ცხოვრობდა ვერაზე წმინდა ნიკოლოზის გალავანთან.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს თბილისის გიმნაზიისათვის ვაკეში ახალი შენობის აგება დაიწყეს. კრებამ მშენებლობის კომისიის თავმჯდომარედ აირჩია ნიკო ცხვედაძე, წევრებად კი ექვთიმე თაყაიშვილი, კ. ყავრიშვილი, ხუროთმოძღვარი ს. კლდიაშვილი აირჩიეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლებში ეკატერინე სილიბისტროს ასული გველესიანი სახალხო განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი იყო, ეკატერინე გაბაშვილი, კეკე მესხი, ვ. ქართველიშვილი-მიქაბერიძისა და ა. ციციშვილი სარედაქციო კოლეგიის წევრები იყვნენ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 5 სექტემბერს სეით იაშვილმა სამსახური დაიწყო თბილისის ქართულ გიმნაზიაში.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ილია ანტონის ძე მელია, კაპიტონ გრიგოლის ძე მეუნარგია, ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ილია ივანეს ძე ფერაძე და თეოფანე ვახტანგის ძე ჯაყელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ. განყოფილებას სულ 655 წევრი ჰყავდა.

