საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე განიხილეს უმაღლეს, დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში მოსამსახურე პირთა ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს დაევალა, მთავრობისთვის წარედგინა ცნობები ამ დაწესებულებების თანამშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო თანხის რაოდენობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება ხოშტარიას ჯგუფთან ხელშეკრულების შესახებ. დადგინდა, ნება დაერთოს 1918 წლის 30 საექტემბრის ხელშეკრულებაში მოხსენებულ მთავრობის კონტრაგენტებს, აკაკი ხოშტარიას, რაჟდენ დათეშიძეს და „რუს-სპარსულ სანავთო ამხანაგობას“ ამ ხელშეკრულების შენიშვნაში შეიტანოს საწინდარი 500 ათასი მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება – დახმარებოდნენ გენერალ მიშლაევსკის. სხდომამ გადაწყვიტა ერთდჯერადი დახმარების სახით მისთვის 5 000 მანეთი მიეცათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 ოქტომბრის გზათა სამინისტროს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საქონლის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი აფხაზის მოხსენება კომიტეტის წევრ დავით მდივნის შესახებ და დაადგინეს, მისი კომიტეტის წევრობის საკითხი წესდების მიხედვით გადაწყვეტილიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს შრომის მინისტრის, ნოე ხომერიკის, მოხსენება ინვალიდი მუშების შესახებ და დაადგინეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს იმ მუშა-მოსამსახურეთა დახმარება, რომელთაც არც შრომის უნარი აქვთ და არც ცხოვრების რაიმე სახსარი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 31 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოხსენება დაპატიმრებული მემამულეების ბაგრატოვან-დავიდოვის, ამირეჯიბის, ჯავახიშვილისა და სხვათა შესახებ და დაადგინეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენდოს, თვითონ გადაწყვიტოს, როგორ დასაჯონ ისინი დანაშაულის მიხედვით.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955 წელს გაიოზ მაღლაკელიძე ქართული დემოკრატიული კავშირის საკონტროლო კომისიის წევრობიდან საკუთარი ნებით გადადგა. მან მიზეზად სახელმძღვანელო საბჭოს მიერ ორგანიზაციის წესდების განუწყვეტელი დარღვევა დაასახელა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წლის მაისიდან 1934 წლამდე შალვა მაღლაკელიძეს ლატვიაში მოუწია ცხოვრება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება რკინიგზებსა და ფოთის პორტის ტერიტორიაზე სამხედრო წესების გამოცხადების შესახებ.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია, როგორც ენათმეცნიერი“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ანდრია აფაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია და ქართული არქეოლოგია".

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ნიკოლოზ ბერძენიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ცხოვრება და მოღვაწეობა“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ალექსანდრე თვალჭრელიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ბენტონიტური თიხის ასკანის საბადოების ათვისების პრობლემა“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ალექსანდრე დიდებულიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ფოტოოპტიკური სამეცნიერო-ექსპერიმენტული ანალიზის მეთოდიკა – უხილავის ფოტორეპროდუქცია“.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ 1905 წელს მეფის რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოსვლებმა საზოგადოებრივ მიმართულებებს დაღი დაასვა. რეაქციონერი წრეები მეფის რეჟიმს ძლიერი სიმკაცრით უწყობდნენ ხელს.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, 1908-1914 წლებში ქუთაისში იყო კაცთა სამი საშუალო სასწავლებელი: ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის ქართული (სათავადაზნაურო) გიმნაზიები და რეალური სასწავლებელი.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში 1908-1914 წლებში სხვა სასწავლებლებს კერძო მკურნალის გიმნაზიად ცნობილი საშუალო სასწავლებელი დაემატა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, 1908-1914 წლებში ქუთაისში არსებობდა ქალთა საშუალო სკოლები: წმინდა ნინოს სკოლა, ქალთა გიმნაზია, ეპარქიული სკოლა, ხოჯევანოვის სასწავლებელი, შემდეგ დაარსდა ექვსკურსიანი ვაჟთა სამოქალაქო და სასულიერო სასწავლებლები.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისის მკურნალის გიმნაზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო კონსტანტინე მკურნალი. ქუთაისში არსებობდა მისი სახელობის ქუჩა, სოფელ კულაშში კი – მისი სახელობის საშუალო სკოლა.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე აკაკი შანიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „უწყვეტლის ხოლმეობითის მწკრივი ქართულში, მისი წარმოშობა და განვითარება“ (ერთი გვერდი ქართული ენის ისტორიიდან).

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე მიხეილ წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ექსპერიმენტი და კლინიკა არტერიული ჰიპერტონიის რენული გენეზისის საკითხში“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, დილის 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ვ. მენაბდეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ქართული ხორბლები და მათი როლი ხორბლის სახეობათა წარმოქმნაში“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, არნოლდ ჩიქობავას უნდა წაეკითხა მოხსენება პროფესორ იოსებ ყიფშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „პროფესორ იოსებ ყიფშიძის შრომები ქართული ენის შესახებ“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, მოგონებები უნდა წაეკითხათ: კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ლეონ მელიქსეთ-ბეგსა და გიორგი ჩიტაიას.