საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88076

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს თევდორე ჟორდანია გაემგზავრა საჩხერეში, რათა ჯრუჭის მონასტერში დაცული ძველი ხელნაწერები და საეკლესიო ნივთები აღეწერა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბაქოში გამართული ქართული საღამოს შემოსავალი, 2264 მანეთი გადასცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს ქალაქის გამგეობის სხდომაზე ალექსანდე მიხეილის ძე დოლგორუკოვს მომავალი არჩევნების საქმეთა წარმოება დაევალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 8 აპრილის „ცნობის ფუცლიდან” ვიგებთ, რომ გიგო ალექსანდრეს ძე ცეცხლაძის 16 წლის ვაჟი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილს ა. ი. სტოიანოვი ბათუმში გიმნაზიისთვის შენობის შესარჩევად ჩავიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ თეოფილე გოგიტიძემ მადლობა გადაუხადა ქუთაისის წიგნების გამომცემელ ამხანაგობას გუდაუთის წიგნთსაცავისთვის ცამეტი წიგნის გადაცემის გამო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ თეოფილე ხუსკივაძესა და ზაქარია ჭიჭინაძეს მადლობა გადაუხადეს სერგეი მესხის სახელობის სახალხო ბიბლიოთეკისა და უფასო სამკითხველოსთვის ქართული წიგნების გადაცემისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიტროპოლიტმა ვლადიმერმა სიონის საკათედრო ტაძართან საეკლესიო-საარქეოლოგიო „საძველ ნაშთის“ კომიტეტი დააარსა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძართან მდებარე საეკლესიო-საარქეოლოგიო „საძველ ნაშთის“ კომიტეტის გამგედ ლეონიდე სოლომინეს ძე ოქროპირიძე დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძართან მდებარე საეკლესიო-საარქეოლოგიო „საძველ ნაშთის“ კომიტეტის წევრებად პეტრე ყონჩუაშვილი და გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი დაინიშნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძართან არსებულ საეკლესიო-საარქეოლოგიო „საძველ ნაშთის“ კომიტეტის წევრებად პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი და ალექსანდრე სოლომონის ძე როინიშვილი დაინიშნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 აპრილს სარუხან არუთინოვი ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე სამხედრო საპატიმროდან გაიპარა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის 10 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დუშეთში დაარსდა საქველმოქმედო საზოგადოება, რომლის მიზანიც ქალებისთვის სასწავლებლის გახსნა იყო. Ამ საქმეს სათავეში სოლომონ Ზანდუკელი და ი. ი. ჩეხოვსკი ედგნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილს საჩხერის ადგილობრივ ეკლესიაში ალექსანდრე მიხეილის ძე წერეთლის გარდაცვალების სამი წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილის „ცნობის ფურცელში” ალექსანდრა ყანჩელმა განჯაში გამართული საქველმოქმედო საღამოს ანგარიში გამოაქვეყნა. საღამოს მიზანი იყო ქართველი მოსწავლეების დახმარება.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფუცლიდან” ვიგებთ, რომ მათემატიკის პედაგოგი, კ. Მ. Ბარძიმიშვილი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი შარვაშიძემ მაზრის უფროსებსა და ქალაქის მოურავებს მოსთხოვა ცნობების წარმოდგენა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ შავი ჭირის წინააღმდეგ მიიღეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ქუთაისის გუბერნიასა და ზაქათალას ოლქში მიწების გამიჯვნის 1897 წლის გეგმა დაამტკიცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ასი თუმანი გადაეცა. ეს თანხა სააღდგომოდ ქალაქის ღარიბი მცხოვრებლებისთვის უნდა დაერიგებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 აპრილს ქუთაისის საურთიერთო საკრედიტო საზოგადოების კრებაზე აპირებდნენ, ბეჟან ლორთქიფანიძე კენჭისყრის გარეშე აერჩიათ ბანკის დირექტორად. კალისტრატე ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძემ ამაზე პროტესტი გამოთქვა და კენჭისყრის დანიშვნა მოითხოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აპრილს სოფელ გუბის ერთკლასიან სამინისტრო სკოლაში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე სიტყვით გამოვიდა ნესტორ წერეთელი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 16 აპრილის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, სოფ. ხორშში ქურდობის მოსასპობად ხევისთავები ჰყავდათ დანიშნული. ხევისთავების მეთვალყურე და უფროსი იყო ამავე სოფლის მცხოვრები მიხეილ ლევანის ძე ჩიჩუა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 აპრილს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გორის მაზრის მემამულეთა სამეურნეო ამხანაგობამ სავაჭრო მასალების საწყობად და თავიანთი საქმეების წარმოებისთვის იორდანე სიხარულიძისგან ოთხი წლით იქირავა ქვითკირისა და ხის შენობები.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 16 აპრილს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იულიანე ქავთარაძე სამტრედიის პოლიციის ბოქაული იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („წაიკითხავდით „კავკასში“ ერთ ამბავს...“).