საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 28 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ III ნაწილი („რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა... “).

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 28 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პირველი თანრიგის მსესხებელთა კრებაზე რწმუნებულად აირჩეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ IV ნაწილი („სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა ამბავი დიდს მდინარე წყალს ჰგავს...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ V ნაწილი („ეს ქება -დიდება სომხებისა ხომ ვნახეთ... “).

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აპრილში ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა 28 მარტს გამართული სცენისმოყვარეთა წარმოდგენის შემოსავალი – 70 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ლ აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ VI ნაწილი („ეს ხომ ვნახეთ, ბ-ნი ეზოვი რა ხალისიანად ალაპარაკებს შარდენს... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის აპრილში წიგნად გამოვიდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ (წერილი ილია ჭავჭავაძისა“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ VII ნაწილი („ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 3 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ VIII ნაწილი („სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ IX ნაწილი („И камни вопиют!....Камни не лгут!.. – იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნებულ სერგო გორგაძის ღია წერილს დაერთვის რედაქტორის, ანასტასია თუმანიშვილის შენიშვნა „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ ს. გ-ძე-ს ხელმოწერით გამოქვეყნდა ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგო გორგაძის ღია წერილი „ბ. „ვარ“-ისადმი“, რომელიც ეძღვნებოდა იპოლიტე ვართაგავას მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნება-ფანატიკოსობისა“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა წიგნებისთვის ავანსის სახით 100 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ კონსტანტინე თავართქილაძისთვის მიეცათ მოთხოვნილი ავანსი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მღვდელ ვასილ კარბელაშვილის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა „მწუხრის“ და „ცისკრის“ დაბეჭდვის გამო დადებული ვალის გადახდაში. მას ასევე სურდა საგალობლების მესამე ნაწილის გამოცემა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტა, შეეძინათ მწერალ ანასტასია წერეთლის 20 ცალი „ბუნება სურათებში“. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მწერალ ანასტასია წერეთლის თხოვნა, რომ გამგეობას წიგნის მაღაზიისთვის შეესყიდა მისი გამოცემა „ბუნება სურათებში“ 50 ცალი თითო მანეთად. ცალის ღირებულება იყო 1 მან. 30 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ხარჯთაღრიცხვა – სულ 309 მან. 92კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გრიგოლ ყიფშიძისთვის პუშკინის თხზულებათა კორექტურაში 20 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში დეკანოზ დავით ღამბაშიძისთვის წიგნების თანხის – 210. 10 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში სერგო მდივანოვისთვის 9 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოტოსახელოსნოს გამგე ვასილ როინაშვილის მოხსენება რუსეთიდან სურათების დასაკვრელი ბლანკების გამოწერის შესახებ.