საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92310

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვ. სხდომაზე გამგეობამ აბრამ ნორდშტეინს სურათების ანგარიშში 7.50 მანეთი გადასცა, თედო სახოკიას – 4.20, გრიგოლ ყიფშიძეს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესწორებისთვის – 20, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.80, დურგალ დიმიტრი ნონიკაშვილს – 14, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84, ასევე გადაიხადა საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 149.10 მანეთი შეადგინა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ მეთოდე ვასილის ძე ქათამაძე ახლობლებსა და ნათესავებს ატყობინებდა, რომ 25 ნოემბერს ჩხარის მაცხოვრის ეკლესიაში მისი გარდაცვლილი მეუღლის, თებრომია ქათამაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წირვა აღსრულდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის ისტორიული ნარკვევი „სხივი წარსულისა“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივანე კავთელის წერილი „შავი ჭირი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მორიგი ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის წერილების ციკლიდან „მცენარეთა მეტყველება, ბოტანიკა“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ენ. ნიკურაძემ სოფ. კულაშიდან ლუკა გოჩოლეიშვილის ქალიშვილი გაიტაცა და იმავე ღამით ქალის თანხმობით მასზე ჯვარი დაიწერა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კომპოზიტორი სერგეი ლევის ძე ტოლსტოი ბათუმიდან თბილისში ჩავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ნოემბერს ოდესის უნივერსიტეტში გამართულ ქართული კულტურის საღამოში მელიტონ ბალანჩივაძე და მიხეილ ნანობაშვილი მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 25 ნოემბერი“ (ნოემბერი“(„1870-სა წელსა, როცა გერმანიამ თავსზარი დასცა...“).

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 26 ნოემბერს მღვდელმა პლატონ ხუროშვილმა მცხეთის ქალთა საკვირაო სასწავლებლის მოწაფეებს საჯარო მოხსენება წაუკითხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ხუთმოქმედებიანი პიესა „კოტრი აზნაური“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ეფემია მესხი ასრულებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბერს ფოთში სამკითხველო ბიბლიოთეკის დამფუძნებელი კრება გაიმართა, რომელმაც იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა კრების თავმჯდომარედ, ვასილ ალექსანდრეს ძე დემიდოვი კი მდივნად აირჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა ვასო აბაშიძის მიერ თარგმნილი კომედია „გაკოტრებული აზნაური“, რომელშიც ეფემია მესხი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში კოტე მესხის ბენეფისი იყო დაგეგმილი, რომელშიც ეფემია მესხი მიიღებდა მონაწილეობას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მორიგი ნაწილი ივანე კავთელის წერილისა „შავი ჭირი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მორიგი ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის წერილების ციკლიდან „მცენარეთა მეტყველება, ბოტანიკა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის მიერ ქაშუეთის ეკლესიაში ბავშვთა ქრისტიანული აღზრდის შესახებ წაკითხული მოხსენების პირველი ნაწილი გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში გარდაცვლილი მომრიგებელი მოსამართლის, ფიოდორ ნიკოლოზის ძე უსტიანოვიჩის შემწეობის გარეშე დარჩენილი ობოლი შეგირდის დასახმარებლად ადგილობრივი ექიმის ცოლმა ო. დიმიტრიევამ და ქალიშვილმა სოფ. ბერჰოლცმა 700 მანეთი შეაგროვეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში მომრიგებელი მოსამართლე ფიოდორ ნიკოლოზის ძე უსტიანოვიჩი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბერს ბათუმის თეატრმა ავქსენტი ცაგარლის კომედია „ბაიყუში“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ნატალია გაბუნია-ცაგარელი ასრულდებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში კოტე მესხის წარმოდგენა-ბენეფისი გაიმართა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 25 ნოემბერს რკინიგზის დირექტორი ალფონს რობი თბილისის გამგეობამ ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად მიიწვია.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ილია ფერაძის მიერ ქაშვეთის ეკლესიაში ბავშვთა ქრისტიანული აღზრდის შესახებ წაკითხული მოხსენების მეორე ნაწილი.