რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა წინადადებით, რომ თუ საზოგადოება გამოსცემდა მის სახელმძღვანელო „წყაროს“, ის უსასყიდლოდ დაუთმობდა ამ წიგნისათვის საჭირო კლიშეებს და მოგების ნახევარს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ილია თუხარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ფოტოსახელოსნოში ხაზინადრის ახლად გათავისუფლებულ ადგილს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრობის კანდიდატები იყვნენ: გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი და ივანე ივანეს ძე ფიცხელაური.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განუცხადა, რომ ის დიდი სიამოვნებით გაათავისუფლებდა გამგეობას „ბუნების კარის“ გამომცემლობითი ვალდებულებისგან, რათა შესძლებოდათ არისტო ქუთათელაძის თხოვნის შესრულება და მისი კონკურენტული სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემა. გამგეობას ძალიან ადვილად შეეძლო თავის საკუთარ გამოცემად ჩაეთვალა ამ წიგნის მე-10 გამოცემა, რადგან ამ გამოცემიდან უკვე გაეყიდათ 1600 ცალზე მეტი, ხოლო ფულის მიცემა უნდა დაეწყოთ 1-ლი იანვრიდან.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში გამგეობის წევრი იაკობ გოგებაშვილი მოითხოვდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაევალებინა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, დაუყოვნებლივ მოეხდინა სკოლის ყოველმხრივი რევიზია და შედეგი წარმოედგინა გამგეობისთვის. ამასთანავე კომიტეტს უნდა დაესახელებინა ღონისძიებანი სკოლის გაუმჯობესებისათვის.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, ხოლო მათ კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი და ივანე ივანეს ძე ფიცხელაური.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაემტკიცებინა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე და კომიტეტის წევრები: ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, წევრობის კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ხაზინადარი კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე და დროებითი მდივანი პართენ გოთუა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადრად კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე აირჩიეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის დროებით მდივნად პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა აირჩიეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე აირჩიეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ელენე კონსტანტინეს ასული ჯინოშვილისას თხოვნა და გადაწყდა, გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნების საყიდლად 25 მანეთი გადაედოთ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორაქაშვილის თხოვნა სახლის ქირისა და დარაჯის ერთი წლის ხელფასის, 35 მან. მიცემის შესახებ და დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ვინაიდან დარაჯს 10 მან. მიღებული ჰქონდა, მისცეს 5 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, თბილისის გუბერნატორის, პოდპოლკოვნიკ ივანე სვეჩინისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოებას სოფელ შილდაში სურდა ფასიანი (და არა უფასო) სამკითხველოს გახსნა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა თბილისის გუბერნატორის, პოდპოლკოვნიკ ივანე სვეჩინის წერილი შილდაში სამკითხველოს დაარსების შესახებ. გადაწყდა, გუბერნატორისთვის ხელმეორედ ეთხოვათ იქ სამკითხველოს გახსნა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ მომგებიანი ბილეთების დასაზღვევად გაიცა 12 მან. 35 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და მხედველობაში მიიღო ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორ თომა მთავრიშვილის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად გადაყვანისა და მის ადგილას დროებით შემსრულებლად ამავე სკოლის მასწავლებელ არსენ წითლიძის დანიშვნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი კრებისთვის გადადო საპატიო წევრის, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისას წინადადების – შობისთვის საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ – განხილვა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების საპატიო წევრის, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისასთვის ბაზრის გასამართად 200 მანეთი მიეცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო გამგეობის წევრის, ივანე ზურაბიშვილის მოხსენების განხილვა საზოგადოების სამკითხველოებისათვის საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ.