საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81983

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნაძალადევის სამკითხველოს კეთილმოწყობისთვის 60 მანეთი გაიღეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ აკოფოვს 16 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა დიტიატკოვსკის მაღაზიას 515.98 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ბესარიონ ჩომახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, დიდი ჯიხაიშის სამკითხველოსთვის ჟურნალ-გაზეთები გაეგზავნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ჯინოშვილისას 118 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ბათუმის სკოლის გამგეს გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნა, ბათუმის სკოლის შესახებ მიეწოდებინა ცნობები არაუგვიანეს 1901 წლის 15 იანვრისა, რათა მათ 1900 წლის წლიურ ანგარიშში შეეტანათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჭყონიასა და ალექსანდრე მიქაბერიძის მიერ მოწყობილი ბათუმის სკოლის რევიზიის საკითხი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მელიტონ კელენჯერიძეს 4.32 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ყიფშიძის თხოვნით დავით კლდიაშვილის მოთხრობების დაბეჭდვა გადაწყვიტეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვასილ კარბელაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 8.13 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე მაჭავარიანს 4.34 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ნათაძეს წიგნების თანხა 4.80 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბათუმის სკოლის მასწავლებელთა შტატების შესახებ მოხსენება გააკეთა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლაზარე მაისურაძეს 32 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე მაჩაბელს წიგნებზე მუშაობისთვის 5.36 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნებზე მუშაობისთვის 60.13 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის პირველი და მეორე სამკითხველოების ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. პირველი სამკითხველოს დღიური შემოსავალი – 5.9, თვიური კი 8.70 მანეთი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის პირველი და მეორე სამკითხველოების ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. პირველი სამკითხველოდან გაცემული იყო 33. 87 მანეთი, მეორედან კი – 37. 39 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ჟენევაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბესარიონ დემურიასთვის – 180, ალექსანდრე თორაძისთვის კი 200 ფრანკი სთხოვეს. დემურიასა და თორაძეს ეს თანხა საქართველოში დასაბრუნებლად სჭირდებოდათ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 18 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 5, 19 და 28 თებერვალს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.