რეგისტრირებული ფაქტები81176
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის (რომელიც კავკავში მიემგზავრებოდა) წინადადება, რომ, თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა, კავკავის სკოლის მდგომარეობა გაერკვია და მათთვის თავისი აზრი გაეცნო. გამგეობამ დაადგინა, ეთხოვა მისთვის ადგილობრივი განყოფილების გამგეობის დახმარებით კავკავის ქართული სკოლის მდგომარეობის შესწავლა და დასკვნის გამგეობისთვის წარდგენა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. ჯავახიშვილის თხოვნა, ნება მიეცათ ესარგებლა მე-19 საუკუნის მწერალთა ხელნაწერებით წიგნსაცავიდან შინ წაღებით, რაც მწერლების მიმოხილვისთვის სჭირდებოდა. გამგეობამ მას ხელნაწერების სარგებლობის ნება დართო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ მესტამბე ვარლამ რუხაძე ავანსად წიგნების („დედაენა“ II ნაწილი) ბეჭდვის ანგარიშში 20000 მანეთს ითხოვდა. გამგეობის ცნობით, რუხაძე „დედაენას“ თავის ქაღალდზე ბეჭდავდა. „დედაენის“ II ნაწილი 15000 ცალი უნდა გამოსულიყო . დადგინდა, მიეღო ვ. რუხაძეს 20000 მანეთი ავანსად. ხელშეკრულების დადება მიენდო თევდორე კიკვაძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბორჯომის წიგნსაცავის გამგე ელენე ნაკაშიძის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ გადადო საკითხის განხილვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ალექსანდრე არაბიძე თანახმა იყო, საზოგადოებისთვის 35 000 მანეთად 7 000 ცალი, ანუ მთელი გამოცემა, ს. იაშვილის „ბოტანიკა“ დაეთმო. ასევე გამგეობას ნებას აძლევდა, წიგნზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა დაეწერებინათ. გამგეობის განჩინებით, მას 7 000 ეგზემპლარში 35 000 მანეთი გადაუხადეს, 2 000 მანეთი მაშინვე, დანარჩენი – ერთი თვის შემდეგ.