საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93604

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს კონსტანტინე მაჭავარიანი იყო სახალხო სკოლების ინსპექტორი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო კიკვაძის ხელშეწყობითა და სახალხო სკოლების ინსპექტორ კონსტანტინე მაჭავარიანის დახმარებით სახალხო სკოლების დირექციამ მაკვნეთის სკოლა დაამტკიცა ორკლასიან სამინისტრო სკოლად.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლიდან კონსტანტინე შათირიშვილი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.

1903

ტიპი: ნასამართლეობა

1903 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე დაიჭირეს, კარგა ხანს ციხეში ამყოფეს და შემდეგ გადაასახლეს.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 (ან 1904) წელს პარმენ ჭიჭინაძე დაიჭირეს და რუსეთში გადაასახლეს.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წელს გერასიმე ფარცხალაიშვილის მამა კაზაკებმა მოკლეს მუშათა დემონსტრაციის დროს. ობლობაში სიმწრით გაზრდილი გერასიმე 15 წლიდან ბათუმის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის აქტიური წევრი გახდა.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

გიორგი მამულაიშვილი 1903 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ალექსანდრე ერისთავმა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა და მიხეილის საარტილერიო აკადემია დაასრულა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს იმიტრი თოფურია საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს როსტომ წერეთელი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს სტეფანე ახმეტელაშვილს შტაბს-კაპიტნის სახმედრო წოდება მიენიჭა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს გიორგი ერისთავი ფლიგელ-ადიუტანტად დაინიშნა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს გიორგი ერისთავი ლაიბ-გვარდიის ულანთა მისი უდიდებულესობის პოლკის ადიუტანტად დაინიშნა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს გიორგი ერისთავს მიღებული ჰქონდა ჩერნოგორიის თავად დანიელის III ხარისხის ორდენი.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1905 წლებში ივანე ჯაფარიძე ოზურგეთის მაზრის უფროსად მსახურობდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ივანე ჯაფარიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ევგენი იმნაძემ ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია დაასრულა I თანრიგით.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების, გეოდეზიურ სამუშაოთა მწარმოებლად და ქვეგანყოფილების უფროსად.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე დაიბადა 1903 წლის 4 იანვარს სამტრედიაში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 5 იანვარს დუტუ მეგრელი დანიშნეს ერევნის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 6 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ბზიკი“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ხილად“ მინაწერით „ახალ თაობის რაინდს“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 6 იანვარს თბილისის „კრუჟოკის" დარბაზში თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად გაიმართა მეჯლისი, რომლის გამგე იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანი. ბილეთის ფასი – 2 მან. და 10 კაპ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 8 იანვარს დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზაქათალის ოლქის სოფელ კახის სკოლისათვის დახმარება სთხოვა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 8 იანვარს ივანე ჩიბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა წიგნების გასაყიდად გადაცემის თაობაზე.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა სამსონ ფირცხალავამ ბუდაპეშტის უნივერსიტეტის პროფესორ ოსკარ ასბოტს (მისივე თხოვნით) ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსულ ლექსიკონი“, იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ და „ბუნების კარი“ გაუგზავნა.