საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92268

1904

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1904-1911 წლებში წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში ალექსანდრე ერისთავი ყუბანის კაზაკთა 1-ელი ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1905 წლებში ალექსანდრე ერისთავს ბატალიონის საქმის წარმოების კანცელარიის უფროსის თანამდებობა და ბატალიონის მეურნეობის გამგის თანამდებობა ეკავა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1912 წლებში ივანე ყაზბეგი კავკასიის გრენადერთა საარტილერიო დივიზიაში მსახურობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ლევან მაღალაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1909 წლებში კირილე ქუთათელაძე ვილნოს (ვილნიუსის) სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსად მსახურობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს კირილე ქუთათელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1907 წლებში კონსტანტინე გელოვანი ყუბანის მე-7 პლასტუნთა ბატალიონში მსახურობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს კონსტანტინე გელოვანს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 6 იანვარს ანდრია ბენაშვილს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 10 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიგო მიხეილის ძე წულუკიძემ საზოგადოების წიგნის მაღაზიის აგენტად დანიშვნა ითხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 17 იანვარს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ქვემო ჭალის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 27 იანვარს იასონ ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 28 იანვრიდან ზაქარია ბაქრაძე ვლადივოსტოკის მე-3 ქვეით პოლკს მეთაურობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ნასყიდაშვილისა და მღვდელ გ. სირაძის მოთხოვნა წიგნების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წლის 7 თებერვალს ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე პირველად დაიჭირეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წლის 7 თებერვალს დაპატიმრებული ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე სამჯერ გაროზგეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წლის 7 თებერვალს დაპატიმრებული ანანია სალუქვაძე ორი თვისა და ოცი დღის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 28 თებერვალს მიხეილ თამარაშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ძველი ქართული საეკლესიო მხატვრების სურათების (აღწერილობით) გაგზავნა სთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის მარტიდან ილია ალექსეევი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვახტანგ ამბოქაძე, თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის მოსწავლე, დაიბადა 1904 წლის 7 მარტს.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კარლო რაჟდენის ძე კალაძე დაიბადა 1904 წლის 29 მარტს ქუთაისში.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის 31 მარტს სოფ. ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი სპირიდონ თედორეს ძე ძოწენიძე გარდაიცვალა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის პირველ აპრილს, ჟენევაში, არჩილ ჯორჯაძის და სხვათა ინიციატივით, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარ მოთხოვნად განისაზღვრა, რომ კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში საქართველოს ავტონომია მოეპოვებინა.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის აპრილში მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში 4 წლის გატარების შემდეგ ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა.