რეგისტრირებული ფაქტები93604
სორტირება თარიღი მზარდობით
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 18 ოქტომბერს გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ძმები პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების შემოწირული თანხით სახელმწიფო რენტის ფურცლები შეეძინა. ასევე, განსვენებული სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის სურათი კანცელარიაში ჩამოეკიდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 18 ოქტომბერს ძმებმა პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილებმა საზოგადოებას ათასი თუმანი შესწირეს გარდაცვლილი ძმის სტეფანეს სახელზე იმ პირობით, რომ შეწირულ თანხას ან საზოგადოება გამოიყენებდა თავისი საჭიროებისთვის, ან საზოგადოების დაშლის შემთხვევაში თავადაზნაურებს გადაეცემოდა ქართველი ბავშვების აღსაზრდელად.
1904
ტიპი: ავტორობა
1904 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემადგენლობაში იყო 1279 წევრი, მათგან 8 საპატიო, 63 დამფუძნებელი და 1208 ნამდვილი წევრი. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1904
ტიპი: ღონისძიება
ანთიმოზ ლუკას ძე მაღრაძემ 1904 წლის 1-ელ დეკემბერს დაბა ყვირილაში აფთიაქი გახსნა.
1904
ტიპი: გარდაცვალება
1904 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი რაჟდენ სიმონის ძე გიგაური გარდაიცვალა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1904 წლის 25 დეკემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიში.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის 29 დეკემბერს ავჭალაში ისიდორე ნატმელაძეს ტრამვაი დაეჯახა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1904
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 1904 წლის 30 დეკემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სამთავროს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნინო გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია 3 იანვარს, დილის 10 საათზე, მცხეთის წმ. ნინოს ეკლესიაში.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ბორის ივანეს ძე ჩხეიძე დაიბადა 1904 წლის 30 დეკემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულში.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს ილარიონ გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისთვის გაასამართლეს.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905-1923 წლებში იოსებ თევდორეს ძე გეგელია იყო ფედერალისტი, შემდეგ – უპარტიო.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ივანე ბეგლარის ძე ღლონტი დაიბადა 1905 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძეს (იმ დროს მღვდელი იყო) ვნუკოვის დამსჯელმა რაზმმა ცხინვალში შესვლის დროს სახლ-კარი გადაუწვა და ცოლ-შვილი დაუწიოკა. თვითონ ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გააციმბირეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს იოსებ აბაკელია მონაწილეობდა რუსეთის პირველ რევოლუციაში და მეზღვაურთა დამცველ რაზმს მეთაურობდა ოდესაში.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905-1906 წლებში თბილისის კომიტეტმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გაგზავნა ალექსანდროპოლის, ესივანის და ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციების დასაკავშირებლად ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა ცენტრის კომიტეტთან.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვასილ ბარბაქაძის განცხადებით, გაფიცვებში აქტიური მონაწილეობის გამო, 1905 წელს იგი რკინიგზის სახელოსნოდან დაითხოვეს.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლიდან ალექსანდრე წერეთელი გაწევრიანდა სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც ოჯახის უმცროსი თაობა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

