რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 23 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, გ. ი. ყიფიანი თელავის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არშაკ ხალათოვს მამის მკვლელობისთვის სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ილია და მიხეილ თომას ძე ჯაიანები, ბარბარე დავითის ასული და ანდრია პავლეს ძე დავითაშვილები ნათესავებს თამარ დავითის ასულ ჯაიანის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. პანაშვიდები ყოველდღე, დღის 12-სა და საღამოს 7 საათზე ავლაბარში, შემახის ქუჩა N31 გაიმართებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ს. გ. დუკელსკიმ სადგურზე, არმიანცის სახლში სატეხნიკო კანტორა გახსნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისში მომხდარი დაპირისპირებისას ალექსანდრე კოსიანოვი, ხაბურზანია, ღოღობერიძე, ჩიჩუა და ბაბუნიშვილი მძიმედ დაიჭრნენ, ხოლო თევდორაძე ადგილზე გარდაიცვალა .
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქალაქის ადგილების უკანონო მისაკუთრების ბრალდებით ივანე მერკუროვის და გიორგი ჩიტაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კ. ჯაფარიძე ბათუმის ნავსადგურის ბოქაულად დაინიშნა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გულულიანცი გადამდებ დაავადებათა უფასო საავადმყოფოს გამგე და მკურნალი ექიმი იყო.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ლ. ძე პაატაშვილი და იოსებ ზ. ძე პაატაშვილი სატუმრო „გრანდ ოტელში“ ღვინის მაღაზიას ფლობდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ზურაბ გიორგის ძე აბდუშელიშვილი, ფარნაოზ სიმონის ძე და ნინო დიმიტრის ასული ნათიშვილები, ზაქარია იოსების ძე და სოფიო დიმიტრის ასული მამაცაშვილები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ მარიამ ფარნაოზის ასული აბდუშელიშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო წმ. გიორგის ქაშვეთის ეკლესიაში წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 26 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ალექსანდრე ეგაძემ ივანე სულხანიშვილი მოკლა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიმიტრი გოგიშვილი კარაკლისში (კიროვაკანი) მატარებელმა გასრისა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიმიტრი ოქრიაშვილი თედორე მილუნკოვის ჯიბიდან ფულის ამოცლის მცდელობისთვის დააკავეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. დუმბაძე მეცნიერებათა აკადემიამ გურია-სამეგრელოში გაგზავნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლკოვნიკ პრორულბიცკს ექვსჯერ ესროლეს, მაგრამ ვერ მოახვედრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რასტეგაევი ქუჩაში მძიმედ დაჭრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ელისაბედ დიმიტრის ასული ნათიშვილისა მეუღლის, ილია ბარამის ძის გარდაცვალებას იუწყებოდა. დაკრძალვა 26 თებერვალს, კუკიის სასაფლაოზე გაიმართებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. ტერ-ვართანიანცმა ჩხუბის დროს ილია შიოშვილი მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტეფანე ყურაშვილის შვილი ზინაიდა ყურაშვილმა ცემით მოკლა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარძის მოსამსახურე ანასტასია კალიაშვილი სახლიდან გავიდა და დაიკარგა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ დავით და კონსტანტინე მიხეილის ძე როსტომაშვილები, მიხეილ ალექსის ძე როსტომაშვილი, მართა როსტომაშვილი, ნიკო გიუნაშვილი და ეფემია გიუნაშვილი ნათესავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

