რეგისტრირებული ფაქტები89486
სორტირება თარიღი მზარდობით
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 27 აპრილიდან 1914 წლის 10 მაისამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდმა იმერეთის საეპარქიო სამრევლო-საეკლესიო სკოლების სამაზრო განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნა.
1907
ტიპი: თანამდებობა
მატერიალური სამსახურის მოანგარიშე ს. ჩირაკაძე 1907 წლის მაისში გაათავისუფლეს სამსახურიდან პატრიოტული საზოგადოების წევრისა და ტერორისტის, მოროზოვის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით და ჩასვეს მეტეხის ციხეში, ჩიმაკაძის თხოვნით ორჯერ დაინიშნა გამოძიება, გამართლდა და ისევ მიიღეს სამსახურში 1908 წლის 1-ელი აპრილიდან შემცირებული ხელფასით. 1910 წლის მაისიდან სარგო აღუდგა. ამგვარად უდანაშაულოდ დაზარალდა 220 რუბლით. ამას გარდა უსამსახუროდ იყო 10 ½ თვე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 2 მაისს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წარმოთქვა სიტყვა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 19 მაისს ხონში წარმოადგინეს „ცხოვრების გმირი“, რეჟისორი – ნიკო სოლომონის ძე გვარაძე.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გაბრიელ ეპისკოპოსის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა დახმარების თაობაზე. საზოგადოების გამგეობამ მას უსახსრობის გამო უარი უთხრა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება ბათუმში ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ივანე რატიშვილის მოხსენება სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს ბათუმისა და სენაკის სკოლების რევიზია დაავალა.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წლის 7 ივნისამდე მცხეთიდან დუშეთის ციხეში გადაყვანისას პავლე ფშავლიშვილმა გაქცევა მოახერხა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 ივნისს ყაჩაღები შევიდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობელი სოფიო უნდილაშვილი ხანჯლით შეაშინეს, დახოცეს მოურავი მოსე მემარნიშვილი და მისი მეუღლე ევა მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა და წაიღეს ფული, ვერცხლის ნივთები, თოფი, რევოლვერი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ გოგიტიძის თხოვნა საზოგადობის ბიბლიოთეკიდან ხელნაწერების თხოვების შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ბეჟანიშვილის თხოვნა წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი უთურაშვილის მასწავლებლობიდან გათავისუფლება გადაწყდა. გამგეობას გაზეთებში უნდა გამოექვეყნებინა ცნობა გომარეთის სკოლისთვის მასწავლებლის ძებნის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე შავლიაშვილის თხოვნა კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ 10-თუმნიის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა. შავლიაშვილის თავმდებნი გიორგი ლასხიშვილი და სამსონ ფირცხალავა იყვნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს რევიზორ სამსონ ფირცხალავას მოხსენება ყალამშიისა და გომარეთის სკოლების შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 12 ივნისს ილია ჭავჭავაძე მოსე და ევა მემარნიშვილების დაკრძალვას დაესწრო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 12 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ყოფილ მარშალ ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანს ესტუმრა.

