რეგისტრირებული ფაქტები92262
სორტირება თარიღი მზარდობით
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელი ქუთაისის გუბერნიიდან მეორე სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს ირაკლი წერეთელი ქუთაისში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მესამე სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო თბილისის გუბერნიიდან.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ანანია სალუქვაძე მეორედ დაიჭირეს და ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ირაკლი წერეთელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 5-წლიანი კატორღა 6 წლით პატიმრობით შეუცვალეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წელს გარსო მამაცაშვილმა ორი ტერორისტი მეგობრის მკვლელობისთვის პოლიციელი იმნაძე მოკლა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს გარსო მამაცაშვილი თანაგუნდელებთან ერთად თავს დაესხა ცალხელა შავრაზმელ პიორიშკინს, მას რამდენიმე ყუმბარა ესროლეს, მაგრამ პიორიშკინი გადარჩა.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წელს მოკლული ძმის ცხედრის სანახავად მიხეილის საავადმყოფოში მიმავალ პოლიციელ იმნაძის ეტლს გარსო მამაცაშვილმა ვორონცოვის ძეგლთან ბომბი ესროლა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს მღვდელი გურგენიძე ავტოკეფალისტებს შეუთანხმდა, რომ თუ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, ეგზარქოს ნიკონის მოსაკლავად მკვლელს მოძებნიდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ავტოკეფალისტებმა გაიგეს, რომ მღვდელი გურგენიძე პოლიციასთან თანამშრომლობდა და მისი მოკვლა გადაწყვიტეს.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს სასულიერო აკადემიის ყოფილი მოსწავლე ეფემ კუჩუკი ანარქისტების პარტიის წევრი იყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს მღვდელ გურგენიძეს ეფემ კუჩუკმა ეგზარქოს ნიკონის მოსაკლავად 500 მანეთი მოსთხოვა. კუჩუკს ამ საქმეში ზაქრო ტურუკიანციც უნდა დახმარებოდა.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ეფემ კუჩუკი სადგურ კარაიაზში საფოსტო მატარებელზე თავდასხმისთვის სასჯელის მოლოდინში მეტეხის ციხეში იჯდა.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ანარქისტების პარტიამ თავის წევრებს დაავალა, თავს დასხმოდნენ მატარებელს, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა. მძარცველები შეიპყრეს, მათ შორის ეფემ კუჩუკიც.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძის მკვლელობის შემდეგ მისი ჩანთა გაჩხრიკეს და აღმოაჩინეს წიგნაკი, რომელშიც აღწერილი იყო მაზრაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები მონაწილეთა ინიციალებითა და წარწერით: „გადაეცეს შემდეგში გამარჯვებული ხალხის სასამართლოს“.
1907
ტიპი: გარდაცვალება
თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი რუსული გემის მეზღვაურ ჭავჭავაძეს უნახავს. მეზღვაურისვე ინფორმაციით ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა.

