საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ილია ბახტაძემ მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ქუთაისში ყოველკვირეული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სანიტარულმა და სამედიცინო ინსპექტორმა გ. ნ. სტეფანოვმა ქალაქის გამგეობას სექტემბრის ანგარიში წარუდგინა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ქუთაისის საზოგადოება პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის თავმჯდომარეობით პეტერბურგში დეპუტაციის გაგზავნას გეგმავდა. დეპუტაციას უნდა გაემართა მოლაპარაკება, რომ რკინიგზას კავკასიის ქედიდან რაჭასა და ქუთაისშიც გაევლო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „Русская мысль“-ის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა ვასილი ველიჩკოს ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“ სამი თავი და ორი ლექსი, მათგან ერთი იყო„იანიჩარი“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანს კავკასიაში ცხოვრების ნება დართეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 დეკემბრამდე გ. დ. კაჭკაჭოვის მანუფაქტურის მაღაზიაში იაფი ვაჭრობა იყო დანიშნული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ცნობით, ივანე ყანჩაველმა მიტროპოლიტ პალადს სთხოვა, მეტეხის ტაძრის რესტავრაციის ნება დაერთო.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჟენევაში მყოფ ლეო ქიაჩელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მატერიალურადაც უჭირდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დავით მაღალაშვილი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ ივანე ყანჩაველი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 33-ე სხდომას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ უცნობი მასწავლებლის ავტორობით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სოსო მერკვილაძემ წიგნაკში „ხალხური ანდაზები და გამოცანები“ შეიტანა ის ანდაზები, რომლებიც 1846 წელს უკვე დაბეჭდილი იყო დავით ჩუბინაშვილის წიგნში „ქართული ქრესტომათია“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №10-ში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის ეტიუდი „მხრები ავიჩეჩე!“, შიო მღვიმელის „მუხა“, ივანე მაჭავარიანის ნათარგმნი „გლეხკაცის ისტორია“, ივანე ბუქურაულის შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“, ილიას „განდეგილი“, კიტა აბაშიძის „კრიტიკული ეტიუდი“, თედო სახოკიას „პროვინციის ცხოვრება“ და ა. შ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ინჟინერი, კაპიტანი მაქსიმე ლუდვიგის ძე ბრევენი თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის დილჯანის მეორე მონაკვეთის (აღსთაფა-დილიჯანი) მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ინჟინერი ალდრ ანტ. განუსევიჩი თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის დილჯანის მესამე მონაკვეთის (დილიჟანი-ერევანი) მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პეტრე ვასილის ძე ბოგატირევი თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის თბილისის ფორპოსტის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პეტრე გაბრიელის ძე ნერასოვი თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის წითელი ხიდის ფორპოსტის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის ასისტენტი ივ. მირ. ბარდაკოვი თბილისი-ჯულფის ტრანზიტული გზის ნოვოაღსთაფის ფორპოსტის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მდივანი ივანე მათეს ძე ივანოვი თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის დილიჯანის ფორპოსტის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დიმიტრი მათეს ძე ბეგთაბეგოვი თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის ელენოვსკის ფორპოსტის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ვილჰელმ კარლის ძე კუნკევიჩი თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის კანაკირსკის ფორპოსტის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მოხელე ნიკოლოზ ვასილის ძე ზეიდლიცი კავკასიის სტატისტიკის კომიტეტის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კარლ ქრისტეფორეს ძე იაკობსონი კავკასიის სტატისტიკის კომიტეტის მმართველის მოადგილე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს გადამდგარი შტაბს-კაპიტანი დიმიტრი არკადის ძე კობაკოვი კავკასიის სტატისტიკის კომიტეტში გამომთვლელად მუშაობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „ჩემი აღსარება“.