რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: მფლობელობა
ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილი საანგარიშო მოხსენებიდან ცნობილია, რომ „საზოგადოების" კუთვნილი ოლღა ჭავჭავაძისეული საგურამოს მამული ორწლიანი (1910-06-01 – 1912-06-01) იჯარით აღებული ჰქონდა პროვიზორ პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისს: პირველი წლის საიჯარო ფასი იყო 1000 მანეთი, ხოლო მეორე წლისა და შემდგომი (თუკი იჯარა განახლდებოდა) – 1300 მანეთი. იჯარა ნოტარიალურად 1910 წლის 1-ლ ივლისს იყო დამტკიცებული.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 1-ელ ივლისს თბილისში ხოლერით გარდაიცვალა გიორგი ივანეს ძე ნატრაძე.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის ივლისში მსახიობი ჰოვანეს აბელიანი სახალხო თეატრის სომხური სექციის რეჟისორად მსახიობი მიიწვიეს.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობას გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ მოახსენა, რომ 1910 წლის პირველი ივლისის სხდომაზე საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განიხილა თელაველი ვაჭრის სოლომონ გიორგის ძე არჩუაშვილის თხოვნა მისთვის 40 თუმნის კრედიტის გახსნის შესახებ. კახიძის თქმით, მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას ეკითხებოდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო არჩუაშვილის თხოვნის დაკმაყოფილება.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 ივლისს გლდანში ადგილობრივ სცენის მოყვარულთა და ქართული დრამატული დასის მსახიობთა მონაწილეობით სპექტაკლი „ყაჩაღი არსენა“ წარმოადგინეს. რეჟისორი იყო ზაქარია საფაროვი.