რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავმა უარი განაცხადა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეობასა და წევრობაზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს დეპუტატთა საკრებულოში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების ახალი გამგეობის პირველ კრებას დაესწრნენ გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე გაბრიელ სუნდუკიანცი ქართულ-სომხურ ენაზე მომზადებული სიტყვით გამოვიდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე ქართული დრამატული საზოგადოების სახელით სიტყვა წარმოთქვა ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ქუთაისში ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ჩოხატაურშია სამოელ თავართქილაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ოზურგეთში მოსე სოლომონის ძე თალაკვაძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ხიდისთავში ნესტორ კონსტანტინეს ძე კობიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ფოთში სიმონ დიმიტრის ძე ორაგველიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ გამოწერის საფასური გამომცემლობაში კალისტრატე კონსტანტინეს ძე წულაძის სახელზე უნდა გაეგზავნათ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში, ქსენიევის ქუჩაზე (ვეტცელის სასტუმროს ახლოს), მდებარეობდა კერძო სამკურნალო 30 მუდმივი საწოლით, სამშობიარო განყოფილებით და მიკროქიმიურ–ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიით, რომელსაც ე. გ. ფედოროვი ხელმძღვანელობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვახტანგ ღამბაშიძე თბილისის კერძო სამკურნალოს შინაგან სნეულებათა და ბავშვთა ექიმი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხეილ გედევანიშვილი თბილისის კერძო სამკურნალოს ნევროლოგი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გ. ა. გურკო თბილისის კერძო სამკურნალოს შინაგან სნეულებათა ექიმი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტიტე ქიქოძე და გრიგოლ მაღალაშვილი თბილისის კერძო სამკურნალოს შინაგან სნეულებათა ექიმები იყვნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვახტანგ მუსხელიშვილი თბილისის კერძო სამკურნალოში ოფალმოლოგად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. ა. პოპოვი თბილისის და ვაგზლის კერძო სამკურნალოების ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. რცხილაძე თბილისის კერძო სამკურნალოს სტომატოლოგი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. ა. პოპოვი თბილისის კერძო სამკურნალოს ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ი. შ. ჭანტურია ავჭალის N71-ში სტომატოლოგად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ივანე გომართელი ვაგზლის კერძო სამკურნალოში დერმატოლოგად მუშაობდა.

