რეგისტრირებული ფაქტები92240
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა,რომ ოლღა გურამიშვილის საგურამოს მამული საზოგადოების სახელზე გაეფორმებინათ, ნასყიდობის ქაღალდისთვის კი 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის ფონდიდან სესხად აეღოთ.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და რედაქტორი მარიამ ივანეს ასული დემურია.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობაზე უარი თქვა თავმჯდომარის მოადგილემ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ეკატერინე მესხის წინადადება „ჯეჯილის“ 20 წლის საიუბილეო დღესასწაულში გამგეობის მონაწილეობის შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვალს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ 7 თებერვალს დიდუბეში საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნა და კურთხევა იყო დანიშნული.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ წერეთლის თხოვნა სალიტერატურო ფონდის თანხიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 20 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ სიმონ, გიორგი და თეოფილე დავითის ძე ოთხმეზურები ახლობლებს აუწყებენ, რომ სოფელ დვაბზუში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, დედის – ასპირო გიორგის ასულ ოთხმეზურის სულის მოსახსენიებელ წირვას გადაიხდიდნენ.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ აღათი და პეტრე ურუშაძეები, ეფროსინე, ივლიტე, ათანასე და ისაკ ჭანტურიები ნაცნობებს გიგო დარისპანის ძე ურუშაძის გარდაცვალებას აუწყებენ.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში გრიგოლ დიასამიძესა და პართენ გოთუას შორის ინცინდენტი მოხდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ციხის ზედამხედველის ცოლმა, ა. ს. ლისენკომ პოლიციას განუცხადა, რომ სამი ძროხა მოჰპარეს. ეჭვის საფუძველზე რაჭის მაზრის მცხოვრებნი — ი. ს. მახაშვილი, გ. და დ. ბიჭაშვილები დააკავეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ გიორგაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „სახალხო უნივერსიტეტები საზღვარგარეთ, რუსეთში და კავკასიაში“.

