საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 თებერვალს კონსტანტინე მდივანს 100 მანეთის ღირებულების ნივთები მოჰპარეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ ბურნაძე დააპატიმრეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე აფხაზი თბილისის სასამართლო პალატის საგანგებო საქმეთა უმცროს მოხელედ დანიშნეს.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფაშა ყარამან ოღლი ყაჩაღი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „ისკრა“ იუწყებოდა, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი მამედ ჰასან გაჯინსკი) რომ ხელმეორედ მიიღო ნოტა საბჭოთა მთავრობისგან დენიკინის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის დადების შესახებ, სიმართლეს არ შეეფერებოდა, რადგან საბჭოთა რუსეთი სცნობდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას. მთავრობის პასუხი ჩიჩერინის ნოტაზე დამოკიდებული იყო პოლიტიკურ და საერთაშორისო პირობებზე.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კონდუქტორ სიმონ მახარაძეს ახალი სენაკისა და ჭალადიდის რკინიგზის სადგურებს შორის სანიშნე თოკის გასწორების დროს მატარებლი დაეჯახა და გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე მწარმოებელ კოოპერატივთა საგამსაღებლო კავშირის თავმჯდომარე ივანე ციციშვილმა აღნიშნა, რომ საჭირო იყო მეცხვარე-მესაქონლეთა სარაიონო ამხანაგობების დაარსება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი ნიკო ნიკოლაძეს მიხეილ პოლიევკტოვთან შეხვედრის თაობაზე სწერდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მამუკა კონსტანტინეს ძე თურქიას ქუთაისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომლის ბუღალტერიც დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი იყო, სალაროში 46 596. 17 მანეთი ჰქონდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავეჯის მოპარვაში ბრალდებული ილია თომას ძე პუხაშვილი დააპატიმრეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ გიორგის ძე გამრეკელს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არშაკ ქოჩოროვი დააპატიმრეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბესარიონ ალექსის ძე გაბეშიას ქუთაისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დიმიტრი და ბესარიონ გრიგოლის ძე მხეიძეებს ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდათ სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბესარიონ ალექსის ძე გაბეშიას ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ისიდორე გიორგის ძე გაბაშვილს ქუთაისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიშენებით, სარდაფით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეფემია ნიკოლოზის ასულ წილოსანსა და მელანია გიორგის ასულ წილოსანს თბილისში ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილს თბილისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი შენობით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეფემია ნიკოლოზის ასულ წილოსანისა და მელანია გიორგის ასულ წილოსანის თბილისში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მამუკა კონსტანტინეს ძე თურქიას ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით იაგორ სტეფანოვი დააპატიმრეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მავრიკ მენდლს ბათუმში სამსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დამხმარე შენობით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.