საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87599

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დოდაშვილმა ქართული ენის შესახებ ახალი ვრცელი რეფერატი დაწერა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის ივნისში კონსტანტინე დოდაშვილი მოსკოვის მხატვრობისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში სწავლობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პირველმა სექციამ აგრონომ ვასილ რცხილაძის მოხსენება მიიღო და დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა მთავრობის წინაშე დახმარების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პირველ სექციაში აგრონომმა ვასილ ილიას ძე რცხილაძემ წაიკითხა მოხსენება „სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციამ მანდელშტამის მოხსენებაზე შესაბამის თეზისები მიიღო.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ მოქალაქე აბაზაძე მოხსენიებულია აბაზიანცად.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას „კოპალა“ დაიბეჭდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მარტს ვასო ალექსის ძე აბაშიძეს თბილისში სალიტერატურო საღამო უნდა გაემართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას არყის გამოსახდელის სპილენძის ზარფუში შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე მატინოვი თბილისის ქალაქისთავი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის თებერვალში იოსებ თარხნიშვილმა მონაწილეობა მიიღო ახალციხეში გამართულ წარმოდგენაში „ძუნწი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა არისტო ქუთათელაძის წერილი სილოვან ხუნდაძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოს შესახებ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საეკლესიო მუზეუმის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 თებერვალს სიღნაღში ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ წარმოადგინეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 თებერვალს არშაკ ნალბანდოვის სახლის მოაჯირიდან 7-თუმნიანი ხალიჩა მოიპარეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ხელაევი პოლიციელად მუშაობდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო მაისურაძე გაბო აბოვიანცის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 18 თებერვალს გიგა გაბრიელის ძე ტატიშვილი მოკლეს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 22 თებერვალს ფოთში კონსტანტინე ნიკოლოზის ძე საპიცკის სახლი დაიწვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე ლევანის ძე ციციანოვის თბილისში მდებარე ერთ ორსართულიან და ერთ ერთსართულიან სახლს სარდაფით, ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინა ივანეს ასულ ოთაროვს კოჯორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 თებერვალს მ. ჩაჩავას თაოსნობით ოჩამჩირის სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ დავიდოვი გაბო აბოვიანცის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ნიკოლოზ კალისტოვი საეკლესიო მუზეუმის განყოფილების წევრი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 თებერვალს არუთინ გასპაროვის სახლთან მიტოვებული ახალშობილი ბიჭი იპოვეს. ბავშვის აღზრდა მოსე პოღოსოვმა გადაწყვიტა.