რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 1688 მანეთი და 47 კაპიკი იყო, ხოლო გასავალი – 642 მანეთი და 74 კაპიკი. წლის განმავლობაში გაიმართა თორმეტი სხდომა და ექვსი საქმე განიხილეს. ხელს აწერს ხაზინადარი ლუკა გიორგის ძე ხარაძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის პირველი იანვრის მდომარეობით, მღვდელი იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე ითვლებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრად. მას ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო საადგილმამულო ბანკის ასმანეთიანი ფურცლით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მექანიკური განყოფილების სტუდენტ სოლომონ ზაქარიას ძე გენებაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ერთდროული დახმარება (100 მანეთი) გადასცა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ალექსი ჭიჭინაძე თბილისის ქართულ გიმნაზიაში მეორედ მიიწვიეს დირექტორად. იგი გიმნაზიას სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ანდრია ქადეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო მღვდელი იაკინთე იოსების ძე გორგაძე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო გიგო ერმალოზის ძე აბრამიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ალექსანდრე მიხეილის ძე ციხითათრიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს რაჟდენ გვერდწითელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს მიხეილ ზაქარიას ძე კანდაუროვი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, მიტროფანე ბარკალაია, სილოვან გაგუა და დავით გამყრელიძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ივანე გლახუნას ძე დუმბაძე, ვასილ ალექსის ძე კაიშაური, დიმიტრი დავითის ძე ცისკარაული, დიმიტრი ფარესიშვილი, დიმიტრი ერქომაიშვილი, დავით სვიმონის ძე სხირტლაძე და ალექსანდრე მიხეილის ძე ჩითაევი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის 23 სხდომიდან რაჟდენ დუმბაძე დაესწო 19-ს, იასონ ლორთქიფანიძე – 4-ს, იოსებ შვილევი – 17-ს, ივანე ფიცხელაური – 18-ს, ივანე დუმბაძე – 16-ს, მოსე სულუხია – 20-ს, ვასილ კაიშაური – 9-ს, მიხეილ ბურდული – 10-ს, ვვლადიმერ ლოლუა – 5-ს, დიმიტრი ცისკარაული – 12-ს, დიმიტრი ფარესიშვილი – 10-ს, დავით სხირტლაძე – 2-სა და დიმიტრი ერქომაიშვილი – 7-ს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.

