საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ მარტში მას სახლში ესტუმრა სემინარიის ინსპექტორი, რომელმაც ალექსი ფეოფილაქტეს ძე პისემსკის წიგნი „მეორმოცე წელთა მოღვაწეები“ და დღიური აღმოუჩინა. ისნპექტორს პისემსკის სახელმძღვანელო „Отечественныя Записки“ ეგონა, რის გამოც სემინარიიდან წასვლის განცხადების დაწერა აიძულეს და ყოფაქცევაში ცუდი ნიშანი დაუწერეს.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში 1885 წლამდე ცხოვრობდა. სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტისა და მის ნაცვლად 6 მანეთის დანიშვნის შემდეგ ცალკე საცხოვრებლად გადავიდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოტაპოვი ექიმი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი მკვლელობამდე 10 დღით ადრე თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორ სტეფანოვს და რექტორ პავლე ჩუდეცკის დაემუქრა, რის გამოც რექტორისაგან გაფრთხილება მიიღო, თუმცა ეს ლაღიაშვილმა არ გაითვალისწინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორ სტეფანოვს წართმეული დღიურის, ხოლო რექტორს წიგნების დაბრუნება სთხოვა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 13 მარტს იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი თავისივე თხოვნის საფუძველზე თბილისის სასულიერო სასწავლებლიდან დაითხოვეს. მას ყოფაქცევაში 4-იანი დაუწერეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორ სტეფანოვს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სტეფანოვმა სემინარიის მმართველობაში უჩივლა. რექტორმა პავლე ჩუდეცკიმ ლაღიაშვილს სთხოვა სასწავლებლიდან წასვლის განცხადება დაეწერა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს შეუმოწმეს სახლი, თუ რა სასწავლო ნივთები ჰქონდა. მას აღმოუჩინეს წიგნი „Отечественныя Записки“ და რვეული, რომელსაც ეწერა ფრაზა „ცოდნა სინათლეა, თავისუფლებას აძლევს კაცს: თუ ცოდნა არა გაქვს, არც თავისუფალი ხარ“. სწორედ ეს სახელმძღვანელო მოსთხოვეს მას, რაზეც განაცხადა, რომ არ ჰქონდათ წიგნის წაღების უფლება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 მარტს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორი სტეფანოვი ნივთების შესამოწმებლად ესტუმრა, მაგრამ მან წიგნებისა და რვეულების დათვალიერების უფლება არ მისცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს სრული დაფინანსება შეუწყვიტეს და თვიურად მხოლოდ 6 მანეთს უხდიდნენ, თუმცა იგი ვერც ამ შეზღუდვამ გამოასწორა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს აღმოუჩინეს ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც იგი საიდუმლო გაზეთ „ყვავილთან“ თანამშრომლობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს აღმოუჩინეს ჩანაწერები, რომელშიც აუგად იხსენიებდა სასულიერო პირებსა და საეკლესიო მოძღვრებას, განსაკუთრებული სიძულვილით ახსენებდა სემინარიის ერთ მასწავლებელს.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანანია ივანეს ძე მანჟელეი 60 წლის იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 დეკემბრის პედაგოგიური კრების ჟურნალის საფუძველზე იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტეს. პედაგოგიური ჟურნალი საქართველოს ეგზარქოსმა დაამტკიცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი ერევნის ქუჩაზე ვორონცოვის მე-6 საპოლიციო ნაწილში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს აღმოუჩინეს არზა, რომლის საშუალებითაც პავლე ჩუდეცკის სასულიერო სასწავლებლის მოწმობისა და თავისი რვეულების დაბრუნებას სთხოვდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს აღმოუჩინეს არზა, რომლის საშუალებითაც საქართველოს ეგზარქოსს სოფელ ნაქალაქარში მთავრად დანიშვნას სთხოვდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი დღიურში წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში ბევრი შევიწროების ატანა მოუხდა. მას წაართვეს დღიური, რომელშიც სემინარიის ხელმძღვანელებს უსამართლობისთვის ლანძღავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელი სოკოლოვსკი თავის ჩვენებაში წერდა, რომ პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს თავად ზედამხედველობდა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს, რომელმაც ლაბადის ჯიბიდან ქაღალდები ამოიღო და გადახევა სცადა, თუმცა მან გამოართვა და გამომძიებელს გადასცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისს პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი დაკითხეს და მან განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკისთან არზის გადასაცემად მივიდა. იგი არზით რექტორს სთხოვდა გორის სასულიერო სასწავლებლის კურსის მოწმობა მიეცა და ამის შემდეგ რა მოხდა აღარ ახსოვდა, არც ის დაჭრა თუ არა ჩუდეცკი. ხანჯალი უცნობი ოსისგან შეიძინა და მასზე სისხლი საიდან აღმოჩნდა, არ იცოდა. ამის შემდეგ კი ლაღიაშვილმა ჩვენების გაგრძელებაზე უარი თქვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისს პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი დაკითხეს და მან განაცხადა, რომ ის არ იყო დამნაშავე რექტორის მკვლელობაში. მას არზა უნდა გადაეცა ჩუდეცკისთვის და ეს იყო მისი სასულიერო სემინარიაში მისვლის მიზეზი და არა რექტორის მკვლელობა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანანია ივანეს ძე მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ სტუმრად იმყოფებოდა თავის სიძესთან პავლე ჩუდეცკისთან თბილისის სასულიერო სემინარიაში. მან დაინახა თუ როგორ გამორბოდა ჩუდეცკი კაბინეტიდან, მას მისდევდნენ თავისი ქალიშვილები მარიამ და ეკატერინე მანჟელეები და ხანჯლით შეიარაღებული იოსებ ლაღიაშვილი. თავად ანანია მანჟელეი ხანჯლის დანახვაზე ადგილზევე გაშეშდა და შეშინდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეი წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავის დასთან ეკატერინე მანჟელეისთან ერთად ცდილობდა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილისაგან დაეცვათ პავლე ჩუდეცკი და დაჭრილი სასტუმრო ოთახში შეიყვანეს, თუმცა ლაღიაშვილი ძალით შეიჭრა მათთან, ჩუდეცკიმ ადგილიდან გარიდება სცადა, გავიდა აივანზე, სადაც დაედევნა ლაღიაშვილი და კვლავ თავს დაესხა. მარიამ მანჟელეის სურდა ხანჯლის წართმევა ლაღიაშვილისთვის, თუმცა ხელები დაეჭრა, სწორედ ამ დროს დასახმარელად მასწავლებლები ვიქტორ ლატოცკი და გიორგი ჩეტირკინი მივიდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავისი მეუღლის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს იმყოფებოდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი მივიდა და ელოდებოდა რექტორს. მანჟელეიმ ჩუდეცკის გადასცა, რომ მოსწავლე ელოდებოდა და იგი კაბინეტიდან გავიდა. რამდენიმე წამის შემდეგ მარიამ მანჟელეის და მის დას ეკატერინე მანჟელეის ჩუდეცკის განწირული ხმა შემოესმათ, გავიდნენ დეკანოზთან და ნახეს თუ როგორ მისდევდა ლაღიაშვილი ჩუდეცკის ხანჯლით.