საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს  ტექნიკური ნაწილის თანამშრომლები: ოლქის გამგეობის განკარგულებაში მყოფი III კლასის ინჟინრები: ნიკოლაი ხაბაროვი, ინჟინერი კაზიმირ სკუპევსკი, ტექნიკური კონტროლის ნაწილის გამგე, ინჟინერი ფლორიან ბულევსკი, საერთო საქმეთა მწარმოებელი სერგეი ივანოვი და ფეოდორ ლიგა. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს კანცელარიის ჩინოვნიკი ბოლესლავ სოკოლოვსკი და დაქირავებული თანამშრომლები: ინჟინერ-მშენებელი ეფიმ შორი, ტექნიკოსი ივანე იაროვიცკი, მარია მელიქიანი, ელენა ბეიდემანი, ყარაულები და კურიერები: ალექსანდრა ლოვაჩევა, ნადეჟდა ვერესაგინა, ტატიანა ტროიანი, ტიმოფეი ოსინენკო, არსენ საფონოვი, ანტონ კიუშასი. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი სოლომონის ძე ყარალოვს ართანაში 98 დესეტინა და 1420 კვადრატული საჟენი ტყე, წისქვილი, სახნავ-სათესი, საბაღე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ივანეს ძე შახაზიზოვ-კამსარაკანს დიდ დურნუკში წისქვილი, 780 დესეტინა და 1860 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბაღე და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დიმიტრი სიმონის ძე ქუთათელაძეს ხეობაში 267 დესეტინა და 1680 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ფარემუზ რომანის ძე წითლიევს დუშეთის მაზრაში 484 დესეტინა და 1160 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დიმიტრი როსტომის ძე საგინოვს მაწევანში 260 დესეტინა და 960 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საძოვარი და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს რაჟდენ და გიორგი გრიგოლის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევებს გომბორში 400 დესეტინა ტყე, საძოვრები და სათიბები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაქარია გიორგის ძე ჯანიაშვილსა და ალექსანდრე ანტონის ძე ლოლიშვილს შავშვებში 134 დესეტინა და 130 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბოსტნე და სათიბი ადგილები ჰქონდათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ხ. ნ. გროზდოვმა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 1-ელი სექტემბრიდან 27 აგვისტომდე ლუბა ფოცხვერია ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს გიორგი იაკობის ძე ცერცვაძე, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი და ივანე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ჭიათურაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი დეკემბრისთვის გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი ონის ერობაში მსახურობდა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლიდან შალვა მაღლაკელიძე საფრანგეთში ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრანტულ ორგანიზაციებს: „ორნატი“, „თეთრი გიორგი“ და „ქართლოსი“.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლისთვის ქალაქ გორის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნესტორის ძე მიხაილოვს დამთავრებული ჰქონდა სამთო აკადემია ავსტრიაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე მ. კინწურაშვილმა ქალაქ გორის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნესტორის ძე მიხაილოვს განათლების სამინისტროსთან უშუამდგომლა გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დანიშვნის თაობაზე.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელი დეკემბრისთვის გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტად ირიცხებოდა.

1934

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1934 წლიდან შალვა მაღლაკელიძეს ლატვიიდან საფრანგეთში მოუწია გადასახლება.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე სიმონის ძე მურვანოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე 2210 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილი, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას „გმირის იდეალი“ გამოქვეყნდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დ. მ. აბაშიძემ, ოქ. ი. ურუშაძემ, ს. კ. ჭიჭინაძემ, ფ. მგალობლიშვილმა და იაგ. ა. თაყაიშვილმა თითო მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლამდე პავლე სვეტლოვი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებასა და დიდაქტიკას ასწავლიდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ცვეტკოვი მღვდელი იყო.