რეგისტრირებული ფაქტები90438
სორტირება თარიღი მზარდობით
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს, თედო სახოკიას ბავშვობაში, სამეგრელოში „კეთილშობილთა“ ოჯახში ბავშვის გამზრდელ გლეხს „მორდუს“ ეძახდნენ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს, თედო სახოკიას ბავშვობაში, სამეგრელოში პრივილეგირებულ კლასთა (თავადის, აზნაურის, სამღვდელოთა) ოჯახში დედა თავის შვილს თვითონ არ ზრდიდა. ამაზე სოციალურ საფეხურზე ყველაზე დაბლა მდგომ გლეხის ქალს (ძიძას) და მის ქმარს (მამამძუძეს ან როგორც სამეგრელოში ეძახდნენ მორდუს) უნდა ეზრუნათ.
1868
ტიპი: ღონისძიება
სასულიერო კარიერისთვის თედო სახოკიას დაბადებიდან, 1868 წლიდანვე ყველაფერი ხელს უწყობდა: სასულიერო შთამომავლობა, სპეციალური სასულიერო აღრზდა და მუდმივად სასულიერო წრეებში ტრიალი.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლამდე ნაქონ დუტუ მეგრელის მამის, თომას „ჟამნზე“ ყოფილა მინაწერები მისი გვირგვინკურთხევის, გარდაცვალებისა და ვაჟის დაბადების თარიღებით.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე კარლ ლევის ძე ზისერმანს დაევალა საზოგადოების ადგილობრივი გამგეობის საქმეთა და ფინანსთა მართვა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების სხდომაზე ექიმი შალიგინის მიერ წარმოდგენილი საველე გადასატანი ნივთების დათვალიერება-შეფასება დაევალა ექსპერტთა საგანგებო კომისიას.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე საზოგადოების წევრ-დამფუძნებელმა, ექიმმა შალიგინმა დამსწრეთ წარუდგინა მის მიერ შექმნილი საველე საკაცე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე საზოგადოების წევრ-დამფუძნებელმა, ექიმმა შალიგინმა დამსწრეთ წარუდგინა საველე გადასატანი ნივთების მისეული მოდელები.

