რეგისტრირებული ფაქტები80201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან ხოისკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მთავრობის სახელით საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელისთვის გაგზავნილი ნოტის ასლი გაუგზავნა. დეპეშაში ფათალი ხან ხოისკი ჰასკელს „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის გამო შექმნილი კონფლიქტის მოგვარებას სთხოვდა.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ჭავჭავაძის თხოვნით პეტერბურგის უნივერსიტეტის მმართველობამ გაუგზავნა მას მოწმობა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ მეცნიერებათა კურსის მოსმენის შესახებ, მაგრამ რადგან მე-4 კურსიდან გამოვიდა, მოწმობის მიხედვით, სამოქალაქო სამსახურში შესვლის შემთხვევაში უფლება ჰქონდა, მხოლოდ მეორე თანრიგის მოხელედ ემუშავა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის მარტიდან ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში შეხვდა ივანე ჯავახიშვილს. ილიას აინტერესებდა, საქართველოს ისტორიაში იყო თუ არა შრომის კოოპერატიული ფორმის მსგავსი რამ. დადებით პასუხი რომ მიიღო, ჯავახიშვილს ამ თემისადმი მიძღვნილი წიგნისთვის ისტორიული ნაწილის დაწერა შესთავაზა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, რამდენად დაეყრდნობოდა ჟორდანია ამ მშენებლობის დროს გლეხობას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, რამდენად შეესაბამებოდა ჟორდანიას დასახული გეგმა „მუშათა კლასის ჰეგემონიისგან“ გათავისუფლებული გუშინდელი გლეხობის ფსიქოლოგიას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, მომავალში საქართველო, ეს წვრილი მიწათმფლობელობის ქვეყანა, იქნებოდა დემოკრატიული წყობისა, რომელშიც აისახებოდა „მუშათა კლასის ჰეგემონიისგან“ განთავისუფლებული გუშინდელი გლეხობის ფსიქოლოგია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, მიწის წვრილ მესაკუთრეთა, უმეტესად წვრილ ბურჟუათა ფენა, იქნებოდა საქართველოს მომავალი სახელმწიფო წყობის ძირითადი დასაყრდენი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის ვარაუდით, მიწის რეფორმის განხორციელების შედეგად, სოფელში არც პროლეტარიატი და არც მუშათა კლასი არ იარსებებდა. იქ თუ მთლიანად არა, უმეტესად მაინც, მიწის წვრილი მესაკუთრეები იბატონებდნენ, თავიანთი საკუთარი ინტერესებითა და იდეებით, ვისაც სოციალიზმის იდეა ვერანაირად ვერ მოხიბლავდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განიხილა ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, უმუშევარ მუშათა სოფლებში დაბრუნების გათვალისწინებით, საჭირო იყო ყურადღების მიქცევა ეკონომიკურად უფრო ძლიერ სოფლის მოსახლეობაზე – ყოფილ გლეხებსა და მემამულეებზე, რომელთაც მოწინავე პოზოციები უნდა დაეკავებინათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქალაქის უმუშევრად დარჩენილი მუშების სოფლებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, შეამცირებდა რიცხობრივად მუშათა კლასს და შეასუსტებდა მის პოლიტიკურ პოზიციებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ აფხაზმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
28 აპრილს კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლომ განიხილა მოლჩანოვის მკვლელობის საქმე. დანაშაული თავად აღიარა აბდულ ომარ ოღლიმ. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 აპრილს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა თბილისში მყოფი ყველა ჯარისკაცი დიღმის მინდორზე შესაფასებლად დაიბარა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახლესთან, სამსონ ბეჟანის ძე მაჭავარიანი საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახლესთან, დიმიტრი თეიმურაზის ძე მიქელაძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახლესთან, დავით ოტიას ძე ნიჟარაძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.