რეგისტრირებული ფაქტები87307
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წლიდან გერცელ ბააზოვი აქტიურად მუშაობდა როგორც დრამატურგი და ბელეტრისტი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1929 წლებში გერცელ ბააზოვის ლექსები, თარგმანები, ნარკვევები და სტატიები იბეჭდებოდა პერიოდიკაში: „ტრიბუნა“, „თეატრი და ცხოვრება“, „ლომისი“, „ქართული მწერლობა“, „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“ და სხვ.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წელს ალექსანდრე სულავა მიიღეს საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციაში.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს ალექსანდრე სულავა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე გიორგის ძე სულავა დაიბადა 1904 წლის 25 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, იმ დროისთვის ევროპის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ომში გერმანია ებრძოდა ქვეყნების კოალიციას, რომელსაც ინგლისი ედგა სათავეში. მისი აზრით, ომის ნამდვილი მიზეზი არა ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობა იყო, არამედ ის ეკონომიკური ანტაგონიზმი, რაც ინგლისსა და გერმანიას შორის არსებობდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვი ვარაუდობდა, რომ მომავალში მსოფლიოს მიერ აღიარებული თავისუფალი ვაჭრობა ძირშივე მოსპობდა ქვეყნის მრეწველობას და დაუძლეველ ზღუდედ შეიქნებოდა ადგილობრივი ეკონომიკური ძალებისთვის.

