საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს კონდრატე გიგოს ძე ჟორდანიამ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ირაკლი ხოსეს ძე კალანდარიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ალექსანდრე ტიმოთეს ძე ჯაყელმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ვერა ნიკოლოზის ასულმა ჩიჯავაძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ეფროსინე ბეჟანის ასულმა ლორთქიფანიძე-წულუკიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს სოფიო წულუკიძე-მიქელაძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ბაბილინა ჩხეიძე-წულუკიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ათინა (ათინაიდა) ნიჟარაძე-ერისთავმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს პელაგია დადიშქელიანი-მიქელაძისამ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 ივნისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ლევანის ძე დადიანმა შეიტყო მარტვილის ტაძრის შეკეთების საჭიროების შესახებ და ამ საქმისთვის 700 მანეთი გაიღო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოსტისა და ტელეგრაფის ინსპექტორი ლეიფნერი თბილისში დაბრუნდა და ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებებს რევიზია ჩაუტარა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 29 ივნისს მთავარმმართებლის მეუღლემ გადასცა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებლის საბჭოს 30 ათასი მანეთი, რასაც გოლიცინი სწირავს სასწავლებელს საავადმყოფოს დაარსებისათვის.

1946

ტიპი: თანამდებობა

1946-1952 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ბურდილაძე (არნო ონელი) დაიბადა 1901 წლის 1-ელ მარტს ონის რაიონის სოფელ მოედანში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ადგილობრივ სასურსათო ორგანიზაციათა და ადგილობრივ კომიტეტთა ცენტრალური ბიუროს გამგედ დაინიშნა ა. რუხაძე.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართული ლიტერატურისა და მწერლობის სიყვარული სოლომონ ცაიშვილს ჯერ კიდევ 1910 წელს სამრევლო სკოლაში ჩაუნერგა ცნობილი მწერლის იონა მეუნარგიას ოჯახმა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლიდან სოლომონ ცაიშვილს ქართულ პრესაში ცალკე აქვს გამოქვეყნებული ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის ნაკვესები.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ალექსანდრე ბარამიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი გახდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 23 დეკემბერს სოფელ სარგვეშში (შორაპნის მაზრა) ლეონტი კიკნაძემ ორ თანამზრახველთან ერთად საკუთარ სახლში მდიდარი გლეხი ბასილაშვილი (იგივე კამკამიძე) და მისი უფროსი ვაჟი დახოცა.

1941

ტიპი: ორგანიზაცია

1941 წლიდან სიმონ ჩიქოვანი იყო სკკპ-ის წევრი.

1891

ტიპი: თანამდებობა

გაღმა მხარის ტყეებით სარგებლობასთან დაკავშირებით 1891 წლის 15 დეკემბერს ვაჩნაძეების ინიციატივით სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში მოწვეულ კრებაზე ტყეების ზედამხედველებად ს. ვაჩნაძე, ა. ვაჩნაძე, ლ. ვაჩნაძე და გ. ვაჩნაძე დაადგინეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს თბილისიდან გორში ჩასული მსახიობების მონაწილეობით დადგმულ კომედიაში „ხანუმა“ მონაწილეობდნენ ელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა დადიანი. კომედიის შემდეგ კი დებმა თარხნიშვილებმა შეასრულეს სიმღერები და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განვითარების ბუნებრივი პროცესი გულისხმობდა სოფლის მოსახლეობის ნამეტის ქალაქში გადმოსახლებას, საქართველოში კი უახლოეს მომავალში საპირისპირო პროცესი იყო მოსალოდნელი – ქალაქის მოსახლეობის ნამეტის დაბრუნება სოფლებში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა ქვეყანაში გამოიწვევდა ადგილობრივი მუშების მასიურ უმუშევრობას და მათ დაბრუნებას სოფლებში, სადაც მიწის რეფორმების გატარების შემთხვევაში უკეთესი ცხოვრება ელოდათ.