რეგისტრირებული ფაქტები87259
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ზაქარია თუშმალოვს ნაკვეთი ჰქონდა დაბა მარტყოფში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, დაბა მარტყოფთან ნავთობსაბადოს აღმოჩენის მიზნით რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები გაჩერებულა და მიტოვებული ჭაბურღილი ახალ ენერგიულ მეწარმეებს ელოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე ვინმე კაცმა აწარმოა სამუშაო. ორი საჟენის სიღმეზე მას მიუკვლევია წყაროსათვის, რომელიც მეტად წააგავდა სურახნის ნავთობს. ღია ყვითელი სითხე ცეცხლთან შეხებისას მომენტალურად აალდებოდა. გლეხებს თავის ყოფაში სურდათ მისი გამოყენება, მაგრამ ამ მასის სწრაფი წვის გამო ვერ შეძლეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 ივნისს გამართული ქალაქის საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო გიორგი ევანგულოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ დაწყებული გათხრები ინჟინერ კ-ს გაუგრძელებია. თუმცა უსახსრობის გამო სამუშაოებმა დიდხანს ვერ გასტანა და ინჟინერს ვერც ადგილის გაყიდვა მოუხერხებია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, თბილისის ოლქში მდებარე დაბა ნორიოსთან ნავთობის საბადოს არსებობის აშკარა ნიშნები შეიმჩნეოდა. ამის დასტური იყო ნიადაგიდან გამოჟონილი თხევადი მასა, რომელიც შავი ტალახივით გუბეებს ქმნიდა ზედაპირზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვი სინანულს გამოთქვამდა, რომ საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე, ბოროტი ბედისწერის გამო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, მიწის სიღრმეში იდო.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 8 ოქტომბერს ახალქალაქში თბილისის ოლქის სასამართლოს განყოფილებამ ზაქარია შირინოვის საქმე განიხილა. მას ადამიანის ფიზიკურ წამებაში ედებოდა ბრალი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალი წლის დღეს ქართულმა დრამატულმა დასმა ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ცელქები“ წარმოადგინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვარს გამართულ კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევს, ვასი აბაშიძეს, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს (ტყვიაველს) და გედევან გედევანოვს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი და გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იუწყებოდა, რომ საჩხერეში ჟურნალის გამოწერა ყარამან ჩხეიძესთან იყო შესაძლებელი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 7 მაისს სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ იმერეთის თავად-აზნაურთა კრებაზე მოისმინეს მოხსენება ახალი გადასახადების შესახებ, შემდეგ განიხილეს ბანკიდან დასაბრუნებელი თანხის საქმე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 23 მაისის „ცნობის ფურცელიდან“ ვგებულობთ, რომ რუსეთის გზათა უფროს ინსპექტორს ა. ნ. გორჩაკოვს შუამდგომლობა აღუძრავს გზათა მინისტრის წინაშე იმის შესახებ, რომ უნდა გაუმჯობესებულიყო მუშების მოგზაურობის პირობები რკინიგზით. შუამდგომლობა განსახილველად გადაეცა საგანგებო კომიტეტს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 მაისს, 18:00 საათზე, სპარსეთის შაჰის პატივსაცემად სასახლის დარბაზში გაიმართა სადღესასწაულო სადილი, რომელზეც კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე ფრეზემ 120 სტუმარი მიიწვია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გამოიცა წიგნი „ქართლის ცხოვრება“ მესამე ტომი, გამომცემელი იყო ზაქარია ჭიჭინაძე, ფასი 40 კაპ. წიგნი იწყებოდა გიორგი ბრწყინვალის აღწერით და მთავრდებოდა სიმონ მეფის ცხოვრების აღწერით მე-16 საუკუნის დამდეგამდე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი „უპოვარი მძარცველები“. ფელეტონის მესამე ეპიზოდი ეძღვნებოდა კახელ გლეხს, რომელსაც 10 000 რუბლად ხან ფქვილის შეძენა სურდა ქართლში, ხან – ღვინისა კახეთში, ხან – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თბილისში. ბოლოს ამ ფულად შეიძინა რევოლვერი, რომლითაც 10 მოქალაქე მოკლა, გახადა ძვირფასი სამოსები, მერე კახეთში გადაცვალა ეს ყველაფერი ღვინოზე, ღვინო – ფქვილზე ქართლში. ბონების გარეშე დარჩენილს თავზე საყრელად ჰქონდა პური და ღვინო და საქონლის გაცვლის კანტორის გახსნას გეგმავდა საომარ მდგომარეობაში მყოფი და ნეიტრალური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ნ. კანდელაკი იყო კავშირგაბმულობის სამინისტროსგან ბაქოში ნავთობ-პროდუქტების შესყიდვების რწმუნებული.

