საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1918

ტიპი: ღონისძიება

სომეხთა სარეზერვო ქვეითი ბრიგადის დროებითი მეთაურის, პოლკოვნიკ ბებუთოვის 1918 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულების თანახმად, 25 სექტემბერს ერევანში გასამგზავრებელი სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებოდნენ ფულით პროდუქტების 4 დღის მარაგის შესაძენად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა სომეხთა სარეზერვო ბრიგადის დროებითი მეთაურის, პოლკოვნიკ ბებუთოვის ბრძანებულება. ბრძანებულების თანახმად, სომეხთა კორპუსის დ საგანგებო რაზმის ყველა ოფიცერი, ასევე რეზერვში მყოფი სხვადასხვა ჩინის პირები 25 სექტემბერს ერევნაში უნდა გამგზავრებულიყვნენ. ვინც დაამთავრა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ერევანში თავის სამხედრო ნაწილში მიიღებდა ამის დამადასტურებელ საბუთსა და სალიკავიდაციო თანხას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა სომეხთა სარეზერვო ბრიგადის დროებითი მეთაურის, პოლკოვნიკ ბებუთოვის ბრძანებულება, რომლის თანახმად, სომეხთა კორპუსისა დ საგანგებო რაზმის ყველა ოფიცერი, ასევე რეზერვში მყოფი სხვადასხვა ჩინის პირები 25 სექტემბერს ერევანში უნდა გამგზავრებულიყვნენ. გასაწვევი ასაკის ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებს დაუბრუნდებოდნენ ჯარში შემდგომი მსახურების გასაგრძელებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა სომეხთა სარეზერვო ბრიგადის დროებითი მეთაურის, პოლკოვნიკ კონსტანტინე ბებუთოვის ბრძანებულება, რომლის თანახმად, სომეხთა კორპუსისა და საგანგებო რაზმის ყველა ოფიცერი, ასევე რეზერვში მყოფი სხვადასხვა ჩინის პირები 25 სექტემბერს ერევანში უნდა გამგზავრებულიყვნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი პოლკოვნიკი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, პოლკოვნიკი კონსტანტინე ბებუთოვი სომეხთა სარეზერვო ბრიგადის დროებითი მეთაური იყო.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიქაელ არამიანცს სახლი ჰქონდა თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სომეხთა სარეზერვო ბრიგადის სამმართველო მიქაელ არამიანცის სახლში მდებარეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

სომეხთა სარეზერვო ქვეითი ბრიგადის დროებითი მეთაურის, პოლკოვნიკ ბებუთოვის 1918 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულების თანახმად, 25 სექტემბერს ერევანში გასამგზავრებელი ეშელონის ყველა ოფიცერი და ჯარისკაცი უნდა გამოცხადებულიყო ეშელონის უფროს მელიქ-შაჰნაზაროვთან სომეხთა სარეზერვო ბრიგადის სამმართველოში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა სომეხთა სარეზერვო ქვეითი ბრიგადის დროებითი მეთაურის, პოლკოვნიკ ბებუთოვის ბრძანებულება, რომელიც ეხებოდა სომეხთა კორპუსის ყველა ოფიცრისა და ჯარისკაცის ერევანში გამგზავრებას 25 სექტემბერს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „კოშმარული მოგზაურობა“, რომელიც ეხებოდა კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის ბუტკევიჩის ჩამოსვლას. ბუტკევიჩის ცნობით, არდონის მახლობლად 12 ქართველი ვაჭარი აუჩეხავთ. ჯერ მათთვის 12 ათასი რუბლი მოუთხოვიათ მათი დაცვისთვის, ხოლო შემდეგ გვერდზე გაუყვანიათ ვაჭრები, გაუძარცვავთ და მოუკლავთ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: ბერგი, ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი და ვლადიმერ საველის ძე ვოიტინსკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფაბიო კამპანა იყო კომპოზიტორი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფაბიო კამპანას შეუთხზავს რომანსი „შეხედე როგორ ანათებს მთავრე“.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კალანდაძესა და ზედგინიძეს ჰქონდათ ქარხანა თბილისში, სადგურის ქუჩა N6-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კალანდაძისა და ზედგინიძის ქარხანა აწარმოებდა გამაგრილებელ სასმელს „თაფლის სიტრო“.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სოხუმის ოლქში საქართველოს სახალხო გვარდიისა და თურქი ასკერების შეტაკებისას დაიღუპა პორუჩიკი ღლონტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ღლონტი იყო პორუჩიკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სოხუმის ოლქში საქართველოს სახალხო გვარდიისა და თურქი ასკერების შეტაკების შედეგად დაიჭრა ნოვიკოვი და კიდევ ორი გვარდიელი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ს ცნობით, ბორჯომში გარდაიცვალა სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სოფიო ალექსანდრეს ასულ ბუჩქიევას ჰყვადა ძმები ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის„Грузия“ ცნობით, სოფიო ალექსანდრეს ასულ ბუჩქიევას ჰყავდა დები – ბარაბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე და ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: იური ფაღავა, პავლე დავითის ძე საყვარელიძე, დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ განცხადებაში ბარბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე, ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები იუწყებოდნენ, რომ მათი დის, სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევას პანაშვიდი 8 სექტემბერს გაიმართებოდა ანჩისხატის ეკლესიაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა განცხადება, რომელშიც ბარბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე, ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები იუწყებოდნენ დის, სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევას გარდაცვალებას.