რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1971
ტიპი: მფლობელობა
1971 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მის ბავშვობაში მამამისს, ივანე კვალიაშვილს, საგარეჯოში, თბილისსა და გორში აფთიაქები ჰქონდა.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან არსებული სამხედრო ცენტრის წევრი იყო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტში ბოლშევიკებმა ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.
1901
ტიპი: განათლება
1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა კრებამ ხმის უმრავლესობით გადაწყვიტა, ბათუმის სკოლისათვის მესამე მასწავლებელი მიეწვიათ, მაგრამ საკმარისი თანხის არქონის გამო დავით კარიჭაშვილის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. მას დაევალა სკოლის რევიზია და ადგილობრივ მზრუნველობის კომიტეტთან მოლაპარაკება თანხის გამონახვაზე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის, სალოვის თბილისში ჩამოსვლა დაიგეგმა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისიდან თიანეთში ჯარისთვის საბანაკო ადგილის შესარჩევად გაემგზავრნენ სამხედროები: ტროცკი, გალიფევი, ზაქარია გულბათის ძე ჭავჭავაძე და ივანე გივის ძე ამილახვარი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს თბილისში ჩამოსული გერმანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ულრიხ რაუშერი ახალ ბებუთოვის ქუჩაზე მისთვის მომზადებულ ბინაზე გაემგზავრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს, საღამოს 10 საათზე, თბილისში გერმანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ულრიხ რაუშერი თანამშრომლებთან ერთად ჩამოვიდა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წლის ნოემბერში ნინო მიხეილის ასული კვალიაშვილი 3 თვით პოზნანიდან თბილისში იყო ჩამოსული.
1972
ტიპი: გარდაცვალება
1972 წლის 13 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II სიონის ტაძარში დაკრძალეს.
1864
ტიპი: თანამდებობა
1864 წელს სვიმონ იოანეს ძე დეკანოსიძე სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს დავით ავალოს ძე ავალიშვილი სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს დავით ანდრიას ძე ანთაძე სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1812
ტიპი: თანამდებობა
1812 წელს დავით ანდრიას ძე ანთაძე სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1813
ტიპი: თანამდებობა
1813 წელს სვიმონ იოანეს ძე დეკანოსიძე სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

