საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87109

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მარტის „დროებაში“ აკაკის დრამის „თამარ ცბიერი“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ ი. კახელის სტატია დაიბეჭდა, რომლის მიხედვით „დეპოს“ საწევრო თახნა ს. ბეგიევისთის უნდა გადაეცათ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წელს სიმონ დავითის ძე აბაშიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928-1932 წლებში სიმონ დავითის ძე აბაშიძე პარიზში იუნკერთა კავშირის წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ სნოს ახლად დაარსებულ უფასო სახალხო სამკითხველო-ბიბლიოთეკას თანხა და წიგნები შესწირეს შიო ელიაძემ, ევტიხი მამინაშვილმა, ონისე ჭიკაძემ, იოსებ იმედაშვილმა, ნიკო კურდღელაშვილმა, ლადო ედილაშვილმა, თამარა პაატაშვილმა და ქეთო ზარაფიშვილმა.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928 წელს პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე საფრანგეთში იუნკერთა კავშირის დამფუძნებელი წევრი იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე ვარშავაში ჟურნალ „მთავრიდას“ რედაქტორი იყო.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წელს პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე პარიზში ჟურნალ „მტკვრის“ რედაქტორი იყო.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრ მეციერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ქართული სამხედრო სკოლის დირექტორად დაინიშნა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ბოლშვიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი გენერალ-მაიორი გახდა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს ალექსანდრე ალავიძე ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი გახდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1931 წლებში პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე ჟურნალ „მხედრის“ რედაქტორი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ალექსანდრე ალავიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ალოიზ მიზანდარის, ხარლამპი სავანელისა და კონსტანტინე ალიხანოვის დაარსებული მუსიკალური სკოლა სამუსიკო სასწავლებლად, 1917 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის მარტში ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.