რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გამართულ ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების შეკრებას ესწრებოდნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები – სამთო მრეწველობის კომიტეტის წარმომადგენელი გ. ნ. აგაბაბოვი, მეწარმეთა წარმომადგენელი ა. ა. ენფიანჯიანცი, თბილისის სავაჭრო-საწარმოო კომიტეტის წარმომადგენელი ა. ა. ხანაგოვი და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები, საწვავის რაიონული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მ. მ. ბრაილოვსკი, საწვავის კომისიის წევრები – მ. ა. ოგანეზოვი, კ. ნ. საპიცკი, ლ. ი. ზაკტრეგერი და სხვ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე იყო ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 ნოემბერს გზათა სამინისტროდან სახაზინო გზათა უფროსს 15 ნოემბრის მიმართვის პასუხად აცნობეს, რომ გენერალ-გუბერნატორის კანცელარიას საწერი და სხვა მასალები ანგარიშის შედგენისა და საკანცელარიო კრედიტის გახსნის შემდეგ გადაეცემოდა. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ და საქმისმწარმოებელმა ფეოფან კობეშავიძემ დაადასტურეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N125 ბრძანებით თამარ მიხეილის ასული თაქთაქიშვილი თბილისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დამტკიცდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ნოემბრის N 126 ბრძანებით სევერიანე არსენის ძე მჟავანაძე დროებით ფოთის გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ნოემბერს ქართულმა სამუსიკო საზოგადოებამ კონსერვატორიის დარბაზში გამართა კამერული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბენდიცკი (როიალი), პ. ზალიბსკი (სიმღერა), ნიკოლაი ჩერეპნინი და ქართული სამუსიკო სკოლის კვარტეტი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 23 ნოემბერს გზათა სამინისტროდან სათანადო განკარგულებისთვის საქართველოს რესპუბლიკის ყველა გზათა გენერალ-გუბერნატორს გაუგზავნეს საგარეო საქმეთა კანცელარიის 22 ნოემბრის N5056 მიმართვა ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის განცხადებასთან ერთად. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: საერთო საქმეთა სამმართველოს უფროსის მაგივრად - ღამბაშიძემ, კანცელარიის მმართველმა ჩხიკვაძემ და საქმის მწარმოებელმა ფეოფან კობეშავიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება სოჭის ოლქის სახალხო სკოლების შენახვის შესახებ. დაადგინეს, გაეხსნას განათლების მინისტრს 10-მილიონიანი ფონდიდან 100 000 მ. კრედიტი სოჭის სახალხო სკოლების შესანახად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სიმონ მდივანი აირჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ნოემბერს ქალთა მე-6-ე გიმნაზიის დარბაზში ამავე გიმნაზიის დირექტორ გრიგოლ ლორთქიფანიძის თაოსნობით შესდგა ავლაბრის, ნავთლუხისა და ხარფუხის რაიონებში მცხოვრებ „ქართველთა კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოების“ დამფუძნებელი კრება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ნოემბერს ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის 1918 წლის 25 ნოემბრის N131 ბრძანებით მ. აბდუშელი-დემიდოვისა დანიშნულია თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან. ხელს აწერს მთავარგამგე გ. ნათაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით (N127) სიმონ სამსონის ძე ქუთათელაძე ხონის საოსტატო სემინარიის რუსული ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N129 ბრძანებით, თბილისის მეხუთე გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგი ალექსანდე არსენის ძე თიბილოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 129 ბრძანებით თბილისის მეხუთე გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ტრიუტა თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 129 ბრძანებით თბილისის მეხუთე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგი ავგუსტ იანოვის ძე კეიფი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 129 ბრძანებით თბილისის მეხუთე გიმნაზიის გალობის პედაგოგი ვიქტორ ეგნატეს ძე დანოვსკი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 ნოემბრის N130 ბრძანებით მარიამ ნიკოლოზის ასული მელქუმოვი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 130 ბრძანებით ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

