რეგისტრირებული ფაქტები85431
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს მელქისედეკ კალანდარიშვილმა, ნ. რ. ალექსიძემ. კ. საბახტარიშვილმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ვენეროლოგი გიორგი ფარნაოზის ძე ნათიშვილი პაციენტებს მონუმენტის ქუჩა №5-ში იღებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ნიკიტა თალაკვაძემ, სოლომონ ალექსანდრეს ძე ჭეიშვილმა, ეპიფანე ხონელიძემ, სილიბისტრო ვაშალომიძემ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის მაისში ქუთაისის დასმა მომავალი სეზონისთვის სათამაშოდ მიიწვია დავით მგალობლიშვილი და გიორგი არადელ-იშხნელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ნიკოლოზ ნადირაძემ, ოქროპირ გოგვაძემ, დ. ასათიანმა, ნესტორ გოგიტიძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრის სცენაზე შალვა დადიანის თაოსნობით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ივნისს დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილ საღამოზე შალვა შარაშიძე იყო იუმორისტული ნაწილის ორგანიზატორი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრში გამართულ ნინო ნაკაშძის სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ თამაშობდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ოლღა ლეჟავა და ოლიმპიადა ღოღობერიძე, შალვა დადიანი, პლატონ კორიშელი, ანდრია მურუსიძე, ვასილ ურუშაძე და შალვა ხონელი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მოსკოვიდან ჩამოსულმა ილია კარგარეთელმა თავის სახლში კრება მოიწვია და თანამოაზრეებს მუსიკალური საზოგადოების შექმნის იდეა გააცნო.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს დაამტკიცეს მუსიკალური საზოგადოების წესდება და ილია კარგარეთელის წამოწყებით დაარსდა ქართული ფილარმონიული საზოგადოება.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს ილია კარგარეთელის სახლში გამართული რამდენიმე სხდომის შემდეგ შეიქმნა კომისია, რომელსაც მომავალი მუსიკალური საზოგადოებისთვის წესდება უნდა შეედგინა. კომისიის წევრები იყვნენ: ია კარგარეთელი, პეტრე მირიანაშვილი და ანდრია ყარაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბრიდან არტისტული საზოგადოების თეატრში დაიწყო რუსული დრამატული წარმოდგენები. დასში გაერთიანებული იყვნენ პეტერბურგისა და მოსკოვის თეატრების მსახიობები: ს. პ. ვოლგინა, ევგენიევისა და ალიმსკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს არტისტული საზოგადოების თეატრში მიწვეული ჰყავდათ მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტები ნ. ლ. ტეროსპოლსკა და ძმები ადელჰეიმები.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს არტემ ფირალოვი სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის თავმჯდომარე იყო.