საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1919

ტიპი: ავტორობა

რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა იყო ანეტა ქიქოძე, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.

1919

ტიპი: ავტორობა

გერმანე გოგიტიძე მოგონებებში წერს, რომ ფილმ „ქრისტინეს“ (1919 წ.) ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი, რომელიც მან პავლე პირონესგან გადმოიბირა, კეთილსინდისიერი, ნიჭიერი და შრომისმოყვარეადამიანი აღმოჩნდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს ბორჩალოს მაზრაში პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპნენ ყაჩაღები – მაჰმუდ სულეიმან ოღლი და მაქსო მჭედლიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის იანვარში მდინარე რიონზე ნაოსნობის მომწყობ და მიმღებ გზათა სამინისტროს რწმუნებულ აკაკი ჩოჩუას ფოთში წასვლა და ნავსადგურის უფროსისგან ფინანსთა და სავაჭრო-სამრეწველო სამინისტროს შედგენილ სიაში აღნიშნული ყველა გემის მიღება დაევალა. ინსტრუქციის მისაღებად მას გზატკეცილების ოლქის უფროსისთვის უნდა მიემართა. წყაროში ნახსენები არიან: მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე, საერთო საქმეთა მმართველი გიორგი ფიცხელაური, კანცელარიის მმართველის მაგივრად ფეოფან კობეშავიძე და ვ. ნასიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის იანვარში გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ ფოთის სადგურის უფროსს მინისტრის რწმუნებულ აკაკი ჩოჩუას დახმარება სთხოვა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა, კანცელარიის მმართველის მაგივრად – ფეოფან კობეშავიძემ და ვ. ნასიძემ.

1919

ტიპი: ღონისძიება

ტუაფსეს დროებითი სამხედრო პორტის მეთაურის N24 ბრძანებით, 1919 წელს კომისიამ ჩაიბარა ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საჭიროებისთვის შეძენილი გემი „Добровольский“, რომელიც ტუაფსეში იდგა და ნოვოროსიისკელ ვაჭარს, კ. ცერტოსს ეკუთვნოდა. ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის მიერ „Добровольский“-ის მიღების დღეს გემზე იყო მასალები თანდართული ცნობებით. გემი და იქ არსებული ქონება ჩაიბარა კაპიტანმა დ. სოკოლოვმა. მექანიკოსი იყო ფ. ლებედინსკი, წევრები – ფეოდოროვი და Шхут N55-ის კაპიტანი ნ. ივანოვი, მონაწილე – ვ. მარჯანოვი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ის იყო უმცროსი მდივანი და სარედაქციო-სატერმინოლოგიო, საბიბლიოთეკო და სასკოლო კომისიების წევრი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ეკატერინე ჯაფარიძე ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის მასწავლებლად მსახურობდა. 30 ნოემბერს მან გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა.

1919

ტიპი: განათლება

მარიამ გოცირიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

თამარა გურგენიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

ასინეთა გურგენიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

ოლღა გურგენიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

ელენე გურგენიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

იონა კაციტაძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

გრიგოლ კაციტაძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

სევერიანე გურგენიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

შალვა გურგენიძე 1918-19 სასწავლო წელს სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში სწავლობდა.

1919

ტიპი: განათლება

გერონტი ქევანაშვილი 1918-19 სასწავლო წელს სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში სწავლობდა.

1919

ტიპი: განათლება

სეით კობახიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

აკაკი შარაბიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

ვლადიმერ არსენის ძე შარაბიძე 1918-19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

რაჟდენ ყრუაშვილი 1918/19 სასწავლო წელს სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში სწავლობდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს მოსე ისაკის ძე იანჩმენს ერთი წლით გაუგრძელდა სწავლის ვადა თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების მონაცემებით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელ თამარა ზაქარის ასულ ჩერქეზოვას საშუალო საგანმანათლებლო სასწავლებლის პედაგოგის წოდება ჰქონდა.