რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1891
ტიპი: თანამდებობა
1891-99 წლებში აბესალომ გრიგოლის ძე ჩაჩანიძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1812
ტიპი: თანამდებობა
1812-64 წლებში დავით პაატას ძე კვიჟინაძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-1917 წლებში ისაია ისიდორეს ძე ვაშაძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899-1900 წლებში იოაკიმ პეტრეს ძე მოდებაძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1825
ტიპი: გარდაცვალება
1825 წლის 21 დეკემბერს შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი გიორგი ჩაჩანიძე გარდაიცვალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის საფინანსო კომისიის წევრებად კ. ი. რუხაძე, ბ. რ. საბახტარიშვილი და გ. ს. სტავრიდი აირჩიეს.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონს ყოფილი მოურავის სასარგებლოდ 17133 მანეთის გადახდა დააკისრა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გერვასი ელეფთერის ძე ბარათაშვილი შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს დაარსებულ სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალური წრის ამხანაგობას წიგნებითა და პიესებით ეხმარებოდნენ გრიგოლ ჩარკვიანი, ივანე შარაშიძე და ზაქარია ჭიჭინაძე. 1887 წლის ბოლოს ამხანაგობა დაიშალა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის იანვარში ფილარმონიული საზოგადოების პირველ საზოგადო კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: ზაქარია ფალიაშვილი, გიორგი ნატრაძე, ალექსანდრე ყანჩელი, ა. დ. ჩიჯავაძისა, ს. დ. დიასამიძისა, ანდრია ყარაშვილი, ი. ა. ბარათაშვილი და ზაქარია ჩხიკვაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ზაქარია ჩხიკვაძემ ფილარმონიული საზოგადოები წესდება ეპისკოპოს ლეონიდს წარუდგინა. მას ძალიან მოეწონა ჩხეიძის იდეა და ეკლესიის მხარდაჭერა აღუთქვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 31 აგვისტოს ვიქტორ გეევსკის დაკრძალვას დაესწრნენ მთავარმართებლის საბჭოს წევრი ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი, მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული იაკობ მედვედევი, სამოსწავლო ოლქის ინსპექტორი ლოპოტინსკი, თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა მმართველი ი. ს. ბეკი.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს დაარსებულ სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალური წრის ამხანაგობას მოგვიანებით შეუერთდნენ გიორგი დიმიტრის ძე კანდელაკი, ადამ ილარიონის ძე ადამიძე, სანდრო თამაზოვი, გიგო გელიკურაშვილი, სანდრო ბაქრაძე, ვასო დოლმაზაშვილი, აბრამა ცქიმანაური, ნიკო სირაძე, მიშა მეტეხელი და სხვ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალურ წრეს წარმოდგენების გამართვაში ეხმარებოდნენ სცენისმოყვარეები: დათა კაპანაძე, ბაბო კაპანაძე, ვარინკა გიორგობიანი, მიშო ვაშაკიძე და სხვ.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა შედგენილი თეატრალური წრის წევრები იყვნენ: ვანო ბუზარიაშვილი, იოსებ მეტრეველი, ბაჟბეუქ-მელიქოვი, კოტე დამბროვსკი, ივანე ბერიანიძე და სხვ.
1867
ტიპი: ღონისძიება
„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 1867 წლიდან „ცისკარი“ ბევრ ახალ და საინტერესო მწერალთან ითანამშრომლებდა, მათ შორის, დიმიტრი ყიფიანთან, რომელიც ჟურნალს შექსპირის პიესების თარგმანს დაჰპირდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, შევჩენკოს გემი, რომელიც ფოთში თევზითა და მარილით დატვირთული შემოვიდა, ცუდმა ამინდმა ნაწილებად დაშალა.