რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: კონსტანტინე და პეტრე თოფურიძეები, ივანე ძიძიკაშვილი, ბიძინა სიდამონ-ერისთავი – იტალია, ზაქარია გელაშვილი – ინგლისი, ვასილ გაბელაშვილი – ბელგია, კონსტანტინე აპჩინსკი, ბორის ანთელავა, შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე – საფრანგეთი, მამულაიშვილი, ყაუხჩიშვილი – გერმანია, შალვა ვადაჩკორია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: სევერიან ბუაძე – საფრანგეთი, ილია გვარჯალაძე – საფრანგეთი, ნიკოლოზ გძელიაშვილი – ინგლისი, ზაქარია გელაშვილი – ბელგია, შალვა ელიავა – იტალია, ნინო ვაჩნაძე – საფრანგეთი, ემანიულ ვარძიელი – იტალია, სილოვან კობიძე – ინგლისი, ნატალია კასრაძე – საფრანგეთი, ვლადიმერ მერაბიშვილი – ბელგია, ევგენი მაიერი – იტალია, გრიგოლ მჭედლიშვილი – შვეიცარია, ალექსანდრე ნიკურაძე – შვეიცარია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავიანთი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა – ალექსანდრე სხირტლაძეს, ნინო უსტიაშვილს, ალექსი უსტიაშვილსა და იოსებ თოხაძეს ინგლისში სურდათ სწავლის გაგრძელება, ალექსი უჩინაიშვილს, გიორგი შენგელიასა და მიხა ლომთაძეს – იტალიაში, იასონ ჩაბაშვილს, ლეო შენგელიას და დავით წერეთელს – შვეიცარიაში, პეტრე ცხაკაიას, ანა ცხაკაიას, რაფინ ხითაროვსა და გიორგი ხითაროვს – საფრანგეთში.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ კარგად იყო, არაფერი უჭირდა და სიყვარულს უგზავნიდა.

