რეგისტრირებული ფაქტები85299
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა რედაქციის შენიშვნა გედ. ლორთქიფანიძისადმი იმის თაობაზე, რომ გაზეთში გაგზავნილი წერილის კონვერტზე ზედმეტი სიტყვების მიწერა აკრძალული იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ნოემბერს ეგ. ოთარაშვილს მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო ოცამდე თბილისელმა მეეტლემ დაუნდობლად სცემა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის წევრი ა. ი. ტერ-გრიგორიანი, ხმოსანი პავლე მიხეილის ძე იაკიმოვი და დამფასებელი კომისიის წევრი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი ქალაქის გამგეობის წევრობის კანდიდატებად წარადგინეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მაზრის უფროსი პოდპოლკოვნიკი ა. ი. სლავოჩინსკი ბათუმის ოლქის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეკატერინე თამაზიშვილი ახლობლებსა და ნათესავებს ატყობინებდა მისი ვაჟის, ალექსანდრე (სანდრო) თამაზიშვილის გარდაცვალების ამბავს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ პეტრე უმიკაშვილის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი პიესა „ალერსთა ბადე” წარმოადგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მამია გურიელის მიერ თარგმნილი მ. ლერმონტოვის პოემა „დემონი” წარმოადგინა. სპექტაკლი ვასო აბაშიძემ და კოტე მესხმა დადგეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა ქალაქის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 16 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ თაღლითობაში ბრალდებულ ს. მილილოვს ერთი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 18 ნოემბრის “ცნობის ფურცლის” მიხედვით, როტმისტრი ალტუხოვი ქუთაისის გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა ობერ-ოფიცრად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდლები, ლუკა მაღრაძე და მაკარ გაჩეჩილაძე სოფელ წევას ერთკლასიანი სკოლის გამგეები იყვნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ბიწმენდის მკვიდრი გიორგი მთიულაშვილი თავის ნათესავ მიხა შოტნიაშვილთან ერთად ეჭვიანობის ნიადაგზე ხანჯლით თავს დაესხა თანასოფლელს, რომელსაც მისი დანიშნული ქალის ცოლად მოყვანა ჰქონდა განზრახული. პოლიციამ და მეზობლებმა მოჩხუბრების გაშველება შეძლეს და ჩხუბს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამტრედიის ბოქაული ვარდენ ქელბაქიანი სხვა სამსახურში გადაიყვანეს, დაბაში ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გახშირდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბერის თბილისის პოლიციამ მოქალაქე მარტირუზოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოქრომჭედელი კონსტანტინე ვართანოვი დააკავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი სამსახურებრივი მივლინებით თბილისში იმყოფებოდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, მარსერი იყო დეპუტატი და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ჟულ დეფაური საფრანგეთის სამინისტროს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი იყო.