რეგისტრირებული ფაქტები88876
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებისას სახლი გაყინული დახვდა, რადგან წყლის სისტემა მოშლილიყო, თუმცა საღამოსთვის ყველაფერი შეკეთდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისთვის მსოფლიოში უძვირფასესი გოგონა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს, დილის 10 საათზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციის წარმომადგენლებმა დამფუძნებელი კრების წევრების: ნიკო ნიკოლაძის და ალექსანდრე ასათიანის მეთაურობით საპყრობილეში მოინახულეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გაემგზავრა ლანჩხუთში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს ყვირილაში გაიხსნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია, რომლის მომხსენებლები იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები: ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ასათიანი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის პუბლიკაცია „ქიმერიონი“. ავტორი წერს ქართველი მწერლებისა და მხატვრების კლუბ „ქიმერიონის“ შესახებ, რომელიც მდებარეობდა ყოფილ რესტორან „ანონაში“. ის განიხილავს „ქიმერიონის“ შესანიშნავ გაფორმებას ქართველ მხატვართა ნამუშევრებით და ხელოვნების ტაძარს უწოდებს მას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ სროლის დროს დაიჭრა ცნობილი ყაჩაღი გოგია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს ყაჩაღებთან ბრძოლის დროს ყვარელთან დაიჭრა 3 გვარდიელი, მოკლეს ცნობილი ყაჩაღი ხმიადაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ კონფედერაციის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელი ვალერიან ჯუღელი ადრე საოლქო ცენტრების კრებებზე ნოე რამიშვილს მოღალატედ მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული საბჭოს პოპულარიზაციის გამო.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოქალაქე გვალია დაპატიმრებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის 1919 წლის 29 ნოემბრის ბრძანების დარღვევისთვის. მას აღმოაჩნდა 3 შაშხანა ტყვიებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „პრავდაზე“ დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ახლო მომავალში საბჭოთა რუსეთში შედგებოდა ახალი მთავრობა, რომელშიც მენშევიკებიც შევიდოდნენ და შემდეგ საზავო პირობებს წაუყენებდნენ გენერალ დენიკინსა და ადმირალ კოლჩაკს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთში „საქართველო“ გ. გ. ბერიძე იუწყება, რომ ადგილობრივი გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ჩამოვიდა ფირმა „კოსმოს ტრედინგ კ-ო ლიმიტედის“ წარმომადგენელი კაპიტანი სკოტი, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან სკოტი არასდროს ყოფილა ფირმის წარმომადგენელი. ის თბილისში იმყოფებოდა როგორც კურიერი, საზოგადოების გამგეობისგან საჭირო დოკუმენტაციის მისთვის გადასაცემად. ინგლისის აქციონერული საზოგადოების „კოსმოს ლიმიტედის“ მთავარი ბიუროს მისამართი იყო ბარონის ქუჩა N15.

