რეგისტრირებული ფაქტები83998
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წელს ლეო ბარამიძეს ჭიათურის მრეწველთა საბჭოს საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 2 მარტს მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილი მოსკოვის მონასტრის ლაზარეთში გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილს თბილისის სახალხო სახლში ი. გოძიაშვილის ხელმძღვანელობით კონცერტი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ი. პაატაშვილი ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში სამჯერ დაჭრეს და საავადმყოფოში იმყოფებოდა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 17 მარტს ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი დაიღუპა შავ ზღვაში გემ „პორტუგალიისთვის“ ნაღმის სროლის დროს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი, ე. ფ. არვანიტაკისა და ალექსანდრე თხორჟეევსკი.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წელს ლეო ბარამიძე, რომელსაც ნაწლავთა დაავადებები ჰქონდა, ჩიტადან საქართველოში დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მარტში ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობამ ალექსანდრე იმედაშვილი გასტროლში მონაწილეობისთვის მიიწვია, მას ორ წარმოდგენაში უნდა ეთამაშა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის დეკემბერში მიწათმოქმედების მინისტრის, ა. ს. ერმოლოვის თავმჯდომარეობით გაიმართა კომისიის სხდომები. კომისიას ევალებოდა შავი ზღვის განაპირა ადგილების დასახლებისა და მოწყობის საქმე.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძე თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე ივანიძე ავლაბრის წრის რეჟისორად მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მარტს ხაშურის საკრებულოს დარბაზში წარმოადგინეს დავით გიორგის ძე ერისთავის ისტორიული დრამა „სამშობლო“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 თებერვალს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველი წრის მიერ წარმოდგენილ კომედიაში „დაქცეული“ ელენე ციმაკურიძემ სალომეს როლი შეასრულა, ნიკო გოცირიძემ ითამაშა გიჟმოზე, პიერეტამ – ნატო, ალექსი მეტრეველმა – უანგარო მიხო, გიგო გელიკურაშვილმა – ფარსიღა და ა.შ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 მარტს სცენისმოყვარეთა წრემ არმავირში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაზე წარმოადგინა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ერთმოქმედებიანი კომედია „ჭკუისა მჭირს“.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს იუზა ზარდალიშვილი, გიორგი არადელი-იშხნელი, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, ნიკოლოზ გვარაძე, ანდრია მურუსიძე, ა. მგალობლიშვილი, დავით ჩხეიძე და ნ. ჩხიკვაძე ქუთაისის თეატრალური ამხანაგობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, მარგარიტა ქილარჯიშვილი, პაშა შოთაძე და ოლ. გორდელი ქუთაისის თეატრალური ამხანაგობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილი სტავროპოლში გაიწვიეს საბრძოლველად.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907-08 წლებში ლეო ბარამიძე მუშათა გაზეთებთან („წყარო“, „აზრი“, “ხომლი“ და სხვ.) თანამშრომლობდა.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წლის 18 დეკემბერს ქ. ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა ოლგა შტოპელის ხის სახლი, მდებარე გაგარინის წყლის პირას.