საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87012

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 25 მარტს საარტისტო საზოგადოების დარბაზში აკაკი წერეთლის ხსოვნის აღსანიშნავად გამართული ღონისძიების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა ვართაგავას წერილი „ქართველების „მატიცა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის მოთხრობა „სიზმარი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში უნდა წარმოედგინათ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის, სუზანა ბეჟანიშვილის, ბარბარე კორინთელის, ელისაბედ ქართველიშვილის, ნიკო გოცირიძის, ზაქარია გომელაურის, გრიგოლ ანაშვილის, გიორგი ჯაბაურისა და სხვ. მონაწილეობით.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 ნოემბერს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის კანცელარიის შენობაში გადაიხადეს სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივანე ტიხეევის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 ნოემბერს გადაიხადეს სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივანე ტიხეევის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ მთავარმართებლის საბჭოს წევრი მიცკევიჩი, მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული იაკობ მედვედევი, აგრონომები, ინსტრუქტორები და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ჯარისკაც ვანო ლობჟანიძის ლექსი „ხმა ბრძოლის ველიდან“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 მარტს სახალხო სახლში წარმოადგინეს „ურიელ აკოსტა“ სოფიო ანკარას, ვალერიან გუნიას, იოსებ ჟივიძის, იოსებ ივანიძის, ალექსანდრე შანშიაშვილის, რ. სალაყაიას, მიხეილ სარაულის, გრიგოლ ანაშვილისა და ა. შ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წლის მარტში სამხედრო ქუჩისა და გოლოვინის პროსპექტის კუთხეში ა. ს. ახვლედიანის აფთიაქი გაიხსნა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში კოტე შათირიშვილის რეჟისორობით ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ უნდა წარმოედგინათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ლიხაურის საზოგადოების მამასახლისმა პავლე ცინცაძემ გაზეთ ,,ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ნანა მგელაძისას, რომელმაც ბებურ ბებურიშვილს 400 მანეთად დაუთმო მიწა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე სომხური სექციის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ ვ. აბრამიანი, ს. გ. ტერ-მინასოვი, ს. გ. კაპანაკოვი და ზ. დ. მამულოვი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ცირეკიძის თხზულება „ია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „აღმაფრენა“.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე ლევანის ძე გელოვანი I მსოფლიო ომში, 1915 წლის მარტში, თავსა და ხელში მძიმედ დაჭრეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 აპრილს სახალხო სახლში წარმოადგინეს ისტორიული დრამა „სამშობლო“ ნინო დავითაშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, ვალერიან გუნიას, იოსებ ივანიძის, იოსებ ჟივიძის, იუზა ზარდალიშვილის, დავით მგალობლიშვილის, ალექსანდრე შანშიაშვილის, ნიკა ციციშვილის, პავლე ფრანგიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე რუსული სექციის წევრებად აირჩიეს ე. დ. არვანიტაკი, ვ. პ. კუზანოვი, ალექსანდრა თხორჟევსკისა, ე. ნ. ჩალენკოვისა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აკაკი ნესტორის ძე ფაღავა ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია ვლადიმერ დარჩიაშვილის შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908-09 წლებში ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილმა გამოსცა ჟურნალები „ალიონი“ და „ახალი კვალი“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილი 1916 წლის 7 მაისს გერმანიაში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ალექსანდრე შანშიაშვილი ურიელ აკოსტას როლში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის მოთხრობის „შავი წიგნი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა ვართაგავას წერილის „ქართველების „მატიცა“ II ნაწილი.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მარტში მღვდელი ხარლამპი ხუციშვილი ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა.